მთავარისიახლეებიპოლიტიკა„თავდასხმაზე არაფერს ვფიქრობ და შედეგი საშინელებაა'' - სალომე ზურაბიშვილმა ცოტნე გამსახურდია კლინიკაში...

„თავდასხმაზე არაფერს ვფიქრობ და შედეგი საშინელებაა” – სალომე ზურაბიშვილმა ცოტნე გამსახურდია კლინიკაში მოინახულა

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია კლინიკაში მოინახულა.

კითხვაზე, რას ფიქრობს თავდასხმაზე, ის პასუხობს, რომ „თავდასხმაზე არაფერს ფიქრობს“ და შედეგი საშინელებაა.

ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, ის ასევე ესაუბრა ცოტნე გამსახურდიას დედას, მანანა არჩვაძე-გამსახურდიასაც.

„არაფერს არ ვფიქრობ თავდასხმაზე. დეტალები არ ვიცი. შედეგი არის საშინელება. მე, დღეს დილით ქალბატონ მანანას ვესაუბრე. ამიტომ მოვედი, რომ ვნახო. მისი თხოვნითაც მაინტერესებდა, რომ გაკეთდა თუ არა ყველაფერი. ნამდვილად ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შეიძლება. იმის დასტურიც მინდოდა, რომ შემდეგ ყველაფერი გაკეთდება, რაც შემდეგ ეტაპზე იქნება საჭირო. მთავარია, რომ ეს მძიმე პერიოდი გადავლახოთ, როცა პროგნოზი ჯერ მძიმე არის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია გუშინ თბილისში დაჭრეს.

სიახლეები

რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად კიევსა და კიევის ოლქში 17ადამიანი დაიღუპა

„ამ დროისთვის ცნობილია, რომ რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად კიევსა და კიევის ოლქში 44 ადამიანი...

მივა თუ არა თინა ბოკუჩავა ენმ-ს ყრილობაზე, უცნობია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგით XIII ყრილობამდე რამდენიმე საათი რჩება, თუმცა ამ დრომდე უცნობია, დაესწრება...

1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა – ავტობანზე ავარია მოხდა

ქუთაისის ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა -  "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილების გადამზიდი...

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...