მთავარისიახლეებისამართალისანამ ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ ,,ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ბერკეტს აამოქმედებდა'', ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმმა...

სანამ ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ ,,ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ბერკეტს აამოქმედებდა”, ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმმა მას 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა

Published on

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

“მისი დაკავება იყო შეგნებული პროვოკაცია.იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ჩვენ გვქონდა ამ ცუდ სცენართან დაკავშირებით აუცილებლად ავამოქმედებთ. ყველა ბერკეტი არის ამოქმედებული. ვართ მუდმივ კომუნიკაციის რეჟიმში ყველა პარტნიორთან, მივიღებთ ნებისმიერ რჩევას”, – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით.

გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს, ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა გატაცების შემდეგ ოკუპანტებს უთხრა, რომ “იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე”.

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით.

ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...

ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა

"ვერანაირი პატიმრობა და ვერანაირი ჯარიმა ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს" - ეს განცხადება ვახო სანაიამ...

ელისაშვილის 13-წლიანი განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრეს

ადვოკატებმა ალექსანდრე ელისაშვილის 13-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. იურისტების თქმით, საქმის ტერორიზმის მცდელობად კვალიფიკაცია...

რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად კიევსა და კიევის ოლქში 17ადამიანი დაიღუპა

„ამ დროისთვის ცნობილია, რომ რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად კიევსა და კიევის ოლქში 44 ადამიანი...