მთავარისიახლეებიკონფლიქტებიიყო თუ არა გამოყენებული ყველა ფორმატი და შესაძლებლობა ვაჟა...

იყო თუ არა გამოყენებული ყველა ფორმატი და შესაძლებლობა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისათვის?

Published on

„სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად, რასაც ამ წუთებში განვიცდი; საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უპრეცედენტო თანადგომისა და არაერთი მოწოდების მიუხედავად, ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ ტყვეობაში რჩება. – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე

ეს უკანონო გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ ვითარებას, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით და მიზანმიმართულად უშლის ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რაიმე პროგრესს. აღარაფერს ვამბობ ბატონი ვაჟას ოჯახის წევრების მდგომარეობაზე. არ დარჩენილა არც ერთი ორმხრივი ან მრავალმხრივი ფორმატი, საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც არ დაგვეყენებინოს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი. ჩვენ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდანაც მოვისმინეთ იმედისმომცემი განცხადებები. სამწუხაროდ, შედეგი ჯერ ასეთია – ფრიად დრამატული. ჩვენ, როგორც აქამდე, კვლავ გავაგრძელებთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ჩვენი თანამოქალაქე დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს“

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დარჩენა არის მიზანმიმართული პროვოკაცია ქვეყნის წინააღმდეგ. ცხინვალის ე.წ. სასამართლოს არანაირი სასჯელის დაწესება არ შეუძლია, ეს არის კრემლის მიერ განხორციელებული პოლიტიკური სადიზმი, – მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ცივილიზებული სამყარო, ყველა მოუწოდებდა კრემლს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაპატიმრება არ მოეხდინა, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ იმდენად, რამდენადაც კრემლი ხედავს, რომ ეს თემა ძალიან მგრძნობიარეა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საზოგადოებაში და ამიტომ კრემლი მიდის დესტრუქციაზე. თავისთავად, ამ ყველაფერს ექნება ძალიან მკაცრი შეფასება როგორც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ასევე, რა თქმა უნდა, ყველასგან, ვისაც აქვს ჯანსაღი აზროვნება. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუაშაობას, რომ ბატონი ვაჟა გავათავისუფლოთ და ყველა შესაბამის მექანიზმს გამოვიყენებთ”,- განაცხადა სესიაშვილმა.

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ხელისუფლებამ ყველა ზომა გამოიყენა, რათა გაფრინდაშვილი პატიმრობაში არ დარჩენილიყო.

“გამაოგნებელი და შოკისმომგვრელია ეს განაჩენი. ეს არის ძალიან დიდი ბოროტება და ცინიზმი. მგონია, რომ აქ სიტყვებიც კი ზედმეტია. აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის ყველაფერთან, საერთაშორისო სტანდარტთან, ადამიანის უფლებებთან, სამართლიან სასამართლოსთან . მაშინ, როდესაც ახალი წლის წინა დღეებში ოჯახი ელოდებოდა სახლში ვაჟა ექიმს, ჩვენ ვნახეთ საოკუპაციო რეჟიმის ასეთი აბსოლუტურად გამაოგნებელი განაჩენი. სრულიად უსამართლო და უკანონო. მე მგონია, რომ რაღაც ძალისხმევა ამ ყველაფერს დააკლდა და პირველ რიგში, კითხვები მაქვს ხელისუფლებასთან, იყო თუ არა ყველა ფორმატი და ყველა შესაძლებლობა გამოყენებული , რომ მომხდარიყო გათავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილის, თუნდაც ის ფორმატი როგორიცაა ჟენევის ფორმატი, სადაც საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ერთი საგანგებო შეხვედრა მარტო ამ თემაზე უნდა ყოფილიყო, რომ ყველა ძალისხმევა მიმართულიყო იქითკენ, რომ ეს განაჩენი არ დამდგარიყო. მე მესმის, რომ იმ უკანონო რეჟიმს არ აქვს ლოგიკა, არ აქვს სამართლიანობა და არ არის დაფუძნებული კანონს, მაგრამ არის კი ყველა ზომა ხელისუფლების მხრიდან იმისთვის, რომ ეს განაჩენი თავიდან აცილებულიყო, არ ვარ დარწმუნებული ამაში. ეს არის ძალიან მძიმე კითხვები, რომლებიც ჩნდება და უნდა მოვუსმინოთ ხელისუფლების ძალიან კონკრეტული განცხადებები რა პასუხი აქვს, რას აპირებენ, რა იქნება ამის გაგრძელება. რა ხდება შემდეგ, როდესაც სახეზე გვაქვს სრულიად უკანონო თავისუფლების აღკვეთა ადამიანისთვის, რომელსაც არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...