მთავარისიახლეებისამართალი,,ეს ჩვეულებრივი ჩხუბი არ იყო. გამსახურდია თავდამსხმელებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს'' - ცოტნე გამსახურდიას...

,,ეს ჩვეულებრივი ჩხუბი არ იყო. გამსახურდია თავდამსხმელებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს” – ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი ამირან გიგუაშვილი

Published on

ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი ამბობს, რომ დაპირისპირება, რომლის დროსაც გამსახურდია დაჭრეს, ჩვეულებრივი ჩხუბი არ იყო. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებიდან იკვეთება, რომ გამსახურდია თავდამსხმელებმა “სასიკვდილოდ გაიმეტეს”.

“ფაქტია, რომ იქ იყო ორთაბრძოლა. იქ არის კვალი დარჩენილი და ამასთან დაკავშირებით მუშაობს საგამოძიებო ორგანოები”,-თქვა ადვოკატმა.

გიგუაშვილი ადასტურებს, რომ ჭრილობები გამსახურდიას ბასრი იარაღით, დანით მიაყენეს, თუმცა, მისივე თქმით, არსებობს ვერსია, რომ დანის გარდა გამოყენებულია სხვა საგანიც.

“ყველა ის პირი, ვისაც შეიძლება ინფორმაცია გააჩნდეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოიკითხა, ან მიმდინარეობს გამიკითხვა. უახლოეს საათებში ჩემი თანდასწრებით ჩატარდება იმ ოჯახის წევრის გამოკითხვა, რომელიც სახლში იმყოფებოდა”,-თქვა ადვოკატმა. 

ცოტნე გამსახურდია გულ-მკერდისა და თავის არეში ჩატარებული ორი მძიმე ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე რჩება და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც 7 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და დღეს, 20 დეკემბერს, დილით დასრულდა, ქირურგის განცხადებით, წარმატებული იყო, მაგრამ პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და შესაძლოა, ცოტნე გამსახურდიას თავსა და გულ-მკერდის არეში კიდევ ჩაუტარდეს ოპერაციები. 

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, საღამოს გალის ქუჩაზე დაჭრეს, როცა “კოლხური კოშკიდან” გამოდიოდა. პირები, რომლებიც მას თავს დაესხნენ, ჯერ არ არიან დაკავებული. შსს-მ გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

სიახლეები

ევროკავშირში “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო

ევროკავშირში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ბრიუსელი ადასტურებს. ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის...

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ...

პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“...

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა- მარკ რუტე

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა, ხვალ და...