მთავარისიახლეებიპოლიტიკაბოკერია მმართველი გუნდის შემოთავაზებულ წინადადებას არ ეთანხმება

ბოკერია მმართველი გუნდის შემოთავაზებულ წინადადებას არ ეთანხმება

Published on

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, მმართველი გუნდის წარმოდგენილი წინადადება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, კრიზისის მოგვარებისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი არაა. ბოკერიას თქმით, თუ ხელისუფლება რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს, ქვეყნის შიგნით პროტესტი გაგრძელდება, ამასთან გაღრმავდება მმართველი გუნდის საერთაშორისო იზოლაცია:

“რაღაცა მანევრებს აკეთებენ, რომელიც არ არის სერიოზული, მაგრამ ეს აჩვენებს, რომ ნელნელა ხვდებიან, როგორ მძიმე დღეში აღმოჩნდებიან თუ რეალურ ნაბიჯს არ გადადგამენ. ეს არანაირი რეალური ნაბიჯი არაა, მათ უნდა გადადგან რეალური ნაბიჯი და უკან წაიღონ შეურაცხყოფა რაც ხალხს მიაყენეს. თუ ვერ მიხვდებიან ქვეყნის შიგნით პროტესტი ხომ გაგრძელდება და გარეთაც იზოლაცია გაღრმავდება,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ისევ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი გუნდის წინადადება, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას და პარლამენტის 150 მანდატიდან 100-ის პროპორციულზე და 50-ის კი მაჟორიტარულზე გადანაწილებას გულისხმობს. ოპოზიციის თქმით, საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური ძალა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს, მმართველი გუნდის შემოთავაზებული წინადადება კი ვაჭრობა და მხოლოდ რამდენიმე მანდატის დათმობაა.

სიახლეები

ელისაშვილის 13-წლიანი განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრეს

ადვოკატებმა ალექსანდრე ელისაშვილის 13-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. იურისტების თქმით, საქმის ტერორიზმის მცდელობად კვალიფიკაცია...

რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად კიევსა და კიევის ოლქში 17ადამიანი დაიღუპა

„ამ დროისთვის ცნობილია, რომ რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად კიევსა და კიევის ოლქში 44 ადამიანი...

მივა თუ არა თინა ბოკუჩავა ენმ-ს ყრილობაზე, უცნობია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგით XIII ყრილობამდე რამდენიმე საათი რჩება, თუმცა ამ დრომდე უცნობია, დაესწრება...

1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა – ავტობანზე ავარია მოხდა

ქუთაისის ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა -  "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილების გადამზიდი...