მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ამ ეტაპზე ცოტნე გამსახურდიას საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროება არ დგას ''....

,,ამ ეტაპზე ცოტნე გამსახურდიას საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროება არ დგას ”. – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუა

Published on

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ ჟურნალისტებს საავადმყოფოში განუცხადა, სადაც პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია მოინახულა. ზაზა ბოხუას თქმით, ამ ეტაპზე არანაირი საჭიროება არ დგას იმისა, რომ ცოტნე გამსახურდიას საზღვარგარეთ ტრანსპორტირება მოხდეს. მისი თქმით, კონსილიუმი უკვე ჩატარდა და საჭიროება ასევე არ მოითხოვს, რომ გაფართოებულ ფორმატში კონსილიუმი კიდევ ჩატარდეს.

მისი თქმით, ის კოლეგებს ესაუბრა და ექიმები პაციენტის მდგომარეობის დინამიკას აკვირდებიან.

“ჩემს კოლეგებთან მქონდა შეხვედრა. მინითათბირი შედგა, რომლის მიხედვითაც შეფასდა დღევანდელი მდგომარეობა. მისი მდგომარეობა შეეფარდება ოპერაციის შემდგომ ვითარებას, რაც არის მძიმე. ის იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე, თუმცა იმყოფება სამკურნალო ნარკოზის ქვეშ. აქედან გამომდინარე, მდგომარეობა მძიმედ სტაბილურია, რადგან ოპერაციების მთელი კასკადია გადატანილი.მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, სამედიცინო პერსონალის ოპერატიულ მუშაობას, როგორც სასწრაფოს, ისე უშუალოდ, კლინიკის. მიმდინარეობს სათანადო მკურნალობა”, – განაცხადა ბოხუამ.

მისივე თქმით, ჩატარდა ქირურგიული, ტრავმატოლოგური, ანგელოგიური ოპერაციები. “მთლიანად გუნდი იყო ჩართული, რომელიც დამთავრდა ნეიროქირურგიული ოპერაციით. ამ შემთხვევაში მდგომარეობა ოპერციის შემდგომ სტაბილურია, თუმცა რჩება მძიმე, როგორც შეეფერება ამ ოპერაციების შემდგომ მდგომარეობას”,- განაცხადა ზაზა ბოხუამ.

თუ რა იარაღით აქვს მიყენებული გამსახურდიას ჭრილობები, მინისტრის მოადგილის თქმით, ამას სათანადო ორგანოები იტყვიან.

“ამ წუთას ოპერაციის შეფარდებით მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დღეს დამატებით ჩარევა არ სჭირდება და სათანადო მკურნალობის ქვეშ არის. საკმაოდ დიდი ოპერაციები ჩატარდა. რამდენიმე ოპერაცია მიმდინარობდა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ოპერაციას აქვს სხვადასხვა პერიოდი. ოპერაცია ჩატარდა გულმკერდის არეში, ჩატარდა ნეიროქირურგების ჩარევის მიხედვით”, – განაცხადა ზაზა ბოხუამ.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...