მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია ბათუმში ფართომასშტაბიან აქციას გამართავს

ოპოზიცია ბათუმში ფართომასშტაბიან აქციას გამართავს

Published on

ბათუმში, 21 დეკემბერს, ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას გამართავს. აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციამ დღეს, მორიგ შეკრებაზე გადაწყვიტა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, ოპოზიცია კვლავ ერთიანია და პროტესტის პარალელურად, დიალოგის რეჟიმში რჩება.

„ლუკა სირაძის გარდაცვალებამ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ჩვენს მოქმედებებში, კერძოდ, ჩვენ უარი ვთქვით პიკეტირების აქციებზე, რომელიც დღეს და ხვალ უნდა გამართულიყო. მაგრამ პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება და კვირას, ბათუმში იქნება ფართომასშტაბიანი აქცია. იგივე მოთხოვნებით, შეიცვალოს სისტემა, დასრულდეს ეს კრიზისი შეთანხმებით და ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. ეს იქნება უახლოესი საპროტესტო გეგმები. ოპოზიცია არის ერთიანი. საპროტესტო აქციების პარალელურად, ვრჩებით დიალოგის რეჟიმში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სიახლეები

მივა თუ არა თინა ბოკუჩავა ენმ-ს ყრილობაზე, უცნობია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგით XIII ყრილობამდე რამდენიმე საათი რჩება, თუმცა ამ დრომდე უცნობია, დაესწრება...

1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა – ავტობანზე ავარია მოხდა

ქუთაისის ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა -  "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილების გადამზიდი...

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...