“არ მინდა ასეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც ახალგაზრდებს “წარწერების” გამო კლავენ “- ქეთი თორდია

0
789

15 წლის ლუკა სირაძის სიკვდილმა შეძრა მთელი ქვეყანა, განსაკუთრებით მძიმეა ეს შემთხვევა მისი თანატოლებისთვის. უამრავი პოსტი იწერება ამ თემაზე, განსაკუთრებით მისი ასაკის მოზარდებისთვის აღმოჩნდა ურთულესი. “უბრალოდ, იგი გაწირეს და ახლა, როცა მე ამ ყველაფერს ვხედავ და ვხვდები, რომ შეიძლება შემდეგი მე ვიყო, გული შემტკივა”- ასე ეხმაურება ლუკას ტრაგედიას კორცხელის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ქეთი თორდია.

” უბრალოდ ვფიქრობ, რა უნდა ყოფილიყო ამ ბავშვის ფასი, ბავშვის, რომელიც ოდესღაც მომავალს გეგმავდა, ბავშვის, რომელიც ფიქრობდა, რომ ძალიან დიდი ხანი იცოცხლებდა, ბავშვის, რომელსაც ოდესღაც გული შესტკიოდა ადამიანებზე, რომლებიც თავს იკლავდნენ და ფიქრობდა, რომ ეს გამოსავალი არ იყო. მგონია რომ არაფერი, არაფერი არაა ამ ადამიანის ფასი, თვით ეს ქვეყანა არაა ამ ბავშვის ფასი, რადგან მან შეიწირა იგი, რადგან მის გამო კიდევ ერთი საამაყო ვაჟკაცი დაკარგა საზოგადოებამ ,საზოგადოებამ, რომელიც უბრალოდ მანამ არ ინტერესდებოდა მისით, სანამ სუიციდამდე არ მივიდა საქმე.
იმის ნაცვლად, რომ მასწავლებელი დაინტერესებულიყო მისი მდგომარეობით, იმის ნაცვლად, რომ პოლიციას ზეწოლა არ მოეხდინა მასზე, იმის ნაცვლად, რომ ფსიქოლოგებს ემუშავათ მასთან და არა პოლიციელებს…უბრალოდ, იგი გაწირეს და ახლა, როცა მე ამ ყველაფერს ვხედავ და ვხვდები, რომ შეიძლება შემდეგი მე ვიყო, გული შემტკივ,ა რომ ასეთ ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება, ქვეყანაში, სადაც სიცოცხლეს არავინ აფასებს და იქ, სადაც მომავალი არ არსებობს… გული შემტკივა, რადგან უბრალოდ ვხვდები რომ ეს სამყარო მუქი ფერებითაა დაფარული, სადაც ცისარტყელა არასდროს გამოანათებს, სადაც ყველას სიკვდილი უწერია და ყველას ერთმანეთის შურს…
მე არ მინდა ასეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც ახალგაზრდებს “წარწერების” გამო კლავენ ..უბრალოდ, მე არმინდა მომდევნო ვიყო… არ მინდა…”- წერს ქეთი თორდია.

წინა სტატიაადვოკატთა ასოციაციამ ზუგდიდში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გამართა
შემდეგი სტატიალუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური