მთავარისიახლეებიეკონომიკა,,ცემენტის ადგილობრივი 12 მწარმოებლის პროდუქტს არანაირი საერთო არ აქვთ ცემენტთან და ...

,,ცემენტის ადგილობრივი 12 მწარმოებლის პროდუქტს არანაირი საერთო არ აქვთ ცემენტთან და უბრალოდ ინერტული მასაა და მეტი არაფერი”, – საქცემენტის ასოციაციის განცხადება

Published on

საქართველოს ცემენტის ასოციაციის განცხადებით“, 2019 წლის ნოემბრის ფარული ტესტირების შედეგებმა აჩვენა, რომ ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის ოცდათერთმეტი სახეობიდან მხოლოდ 6 კომპანიის ცხრა პროდუქტმა (29%) დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 და EN413-1 სტანდარტების მოთხოვნები.

ასოციაციის ინფორმაციით, ცხრა ნიმუშიდან ექვსი ადგილობრივი პროდუქციაა, სამი იმპორტირებული, კერძოდ, თურქული.

ხოლო დანარჩენი 12 მწარმოებლის ყველა პროდუქტი იმაზე დაბალი ხარისხისაა ვიდრე ეს მითითებულია მათ შეფუთვაზე და არ შეესაბამება არანაირ სტანდარტს, არის ნიმუშები, რომელთაც შეგვიძლია პირდაპირ ითქვას, რომ არანაირი საერთო არ აქვთ ცემენტთან და ხშირად ვერც კი ხერხდება მათი ფიზიკო-მექანიკური გამოცდა, რადგან უბრალოდ ინერტული მასაა და მეტი არაფერი”, – აღნიშნავენ ცემენტის ასოციაციაში.“

„საქართველოს ცემენტის ასოციაციის“ ვარაუდით, წლიურად დაბალი ხარისხის ცემენტის რაოდენობა, რომლის რეალიზაციაც ქართულ ბაზარზე ხდება შესაძლოა 350 000 ტონას აღწევდეს, რამაც შეიძლება 150 000-მდე მოქალაქეს შეუქმნას პრობლემა.

მათივე განმარტებით, ბაზარზე დიდი რაოდენობით უხარისხო ცემენტის რეალიზაცია შესაძლოა, შენობების მდგრადობას უქმნიდეს საფრთხეს.

.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...