მთავარისიახლეებისამართალიპროკურატურაში თავდამსხმელების ამოსაცნობად დაბარებულ დავით ქაცარავას იქით წაუყენეს ბრალი ძალადობის მუხლით

პროკურატურაში თავდამსხმელების ამოსაცნობად დაბარებულ დავით ქაცარავას იქით წაუყენეს ბრალი ძალადობის მუხლით

Published on

ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელსა და ლიდერს დავით ქაცარავას პროკურატურაში ამ წუთებში ბრალს უყენებენ.

ის უწყებაში მასზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე, თავდამსხმელთა ამოსაცნობად დაიბარეს, თუმცა, ამ პროცედურის დასრულების შემდეგ თავდამსხმელებზე ძალადობის ბრალდება სს საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს.


დავით ქაცარავა ამ დრომდე პროკურატურაში იმყოფება და დოკუმენტაციის წარდგენას, ანუ, ბრალის ოფიციალურად დადასტურებას ელოდება.

დავით ქაცარავას 2019 წლის 20 აგვისტოს, შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლთან, სოფელ ბობნევში ოთხი უცნობი პირი თავს მაშინ დაესხა, როცა ანტიოკუპაციური მოძრაობის ლიდერი ვანო პაპასთვის მედიკამენტების გადასაცემად მივიდა.

დათო ქაცარავას პოლიცია აცილებდა, თუმცა, თავდამსხმელები სამართალდამცავებს არ მორიდებიან.
დავით ქაცარავასა და ოთხ თავდამსხმელს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა გაქცევით უშველეს თავს. დავით ქაცარავას ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მცირე დაზიანებები აღენიშნებოდა.

სიახლეები

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...