მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, საკრებულოში პროტესტს დროებით წყვეტენ და მორატორიუმს...

ოპოზიცია ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, საკრებულოში პროტესტს დროებით წყვეტენ და მორატორიუმს აცხადებენ

Published on

ხატია დეკანოიძემ და ელენე ხოშტარიამ საკრებულოს შენობა გვიან ღამით დატოვეს. ისინი იმედოვნებენ, რომ ერეკლე კუხიანიძე საბოლოოდ თანამდებობას და საკრებულოს დატოვებს და პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს. 

“ლუკას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ დღეს საკრებულოს შენობა. ახლა არის ის დრო, როდესაც ყველამ ძალიან კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ყველა დამნაშავე დასასჯელია და გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი. ჩვენ დავტოვებთ საკრებულოს შენობას, მაგრამ არავის არ ეგონოს, რომ ეს პროტესტი შეწყდება, არავის არ ეგონოს, რომ კუხიანიძის ამბავი ვინმეს დაავიწყდება,” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ გაგრძელდება თუ არა მათი პროტესტი, ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით უმრავლესობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

“ცხადია, იმ გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც იქნება მიღებული, ჩვენ გვექნება რეაქცია. თუ ისინი მაინც შეეცდებიან, რომ გამოძვრნენ ამ ვითარებიდან და არ დასაჯონ ეს ადამიანი, კიდევ უფრო მწვავე პროტესტს მიიღებენ,” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.  

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...