მთავარისიახლეებიპოლიტიკალუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი ამ წუთებში სახელმწიფო ინსპექტორს...

ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი ამ წუთებში სახელმწიფო ინსპექტორს ხვდება

Published on

15 წლის მოზარდის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამ წუთებში სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას ხვდება.

ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის ოფისმა უნდა შეაფასოს, რატომ არ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი უწყებებისა და პირების მხრიდან ბავშვის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის კუთხით.

“ფაქტია, რომ პოლიციის განყოფილებაში ბავშვისთვის და სხვა ბავშვებისთვის არ იყო შექმნილი კეთილგანწყობილი გარემო, ამიტომ ისინი ვერ გრძნობდნენ თავს დაცულად. ფაქტია, რომ იქ არსებული გარემო ქმნიდა მტრულ გარემოს ბავშვისთვის, რაც შეიძლება ჩავთვალოთ ბავშვის მიმართ განხორციელებულ ზეწოლად და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დარღვევად.

სახალხო დამცველი სწავლობს ამ საქმეს, არამხოლოდ იმ ჭრილში, თუ როგორ მოექცნენ მას სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლები, არამედ ამ საქმეს ჩვენ ვუყურებთ კომპლექსურად. გვაინტერესებს ჰქონდა თუ არა ბავშვს გარკვეული პრობლემები, რამდენად აღმოუჩინეს ან რატომ ვერ აღმოუჩინეს მას შესაბამისი ფსიქო-სოციალური დახმარება, რა იყო წინარე ისტორია, როგორ მოიქცა სკოლა,” – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველთან შეხვედრამდე ლონდა თოლორაია საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა. როგორც თოლორაიამ მედიასთან განაცხადა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კითხვები არ დარჩება.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...