მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,საქართველოს მოსახლეობას სჭირდება მთავრობა, რომელიც შედგება ხალხისგან და იქნება ხალხისთვის'' - ამერიკელი...

,,საქართველოს მოსახლეობას სჭირდება მთავრობა, რომელიც შედგება ხალხისგან და იქნება ხალხისთვის” – ამერიკელი კონგრესმენების წერილი გიოი გახარიას

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელმა, ადამ კინზინგერმა თავის „ტვიტერის“ გვერდზე, მეგობრობის ჯგუფის სახელით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა.

აღიშნულ წერილში გიორგი გახარია მწვავედაა გაკრიტიკებული.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონგრესმენები შეშფოთებას ვერ მალავენ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო.


“ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ბატონო გახარია
როგორც საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ჩვენ გწერთ შეშფოთებით ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც თქვენ უარი თქვით დაპირებული პოლიტიკური რეფორმის გატარებაზე, ასევე იმ ანგარიშებთან დაკავშირებით, რაც მოდის მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაზე.


1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველომ შექმნა განვითარების მყარი დემოკრატიული საფუძველი და არა ერთხელ გამოხატა თავისი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების მიმართ, დამოუკიდებელი და სამართლიანი არჩევნების გზით. ამიტომაც შოკში ვართ,რომ პროპორციულ არჩევნების სისტემაზე გადასვლის დაპირებული რეფორმები საქართველოს პარლამენტში ჩამოიშალა,ამ რეფორმებზე საქართველომ წლები იმუშავა ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან ერთად. ეს დანაპირები მარტო საერთაშორისო საზოგადოების წინაშე კი არ იყო დადებული, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს დაპირდით.


ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აღადგენთ მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ და გაატარებთ ამ მნიშვნელოვან რეფორმების პაკეტს.


საქართველოს მოსახლეობას სჭირდება მთავრობა, რომელიც შედგება ხალხისგან და იქნება ხალხისთვის. მათ სჭირდებათ მთავრობა, რომელიც ალიანსშია დასავლეთთან და მიისწრაფის ნატოსა და ევროკავშირში შესვლისკენ.ამიტომაც ბევრი ადამიანი გავიდა ქუჩაში, რომ მშვიდობიანად გამოეხატათ თავისი შეშფოთება და სანაცვლოდ მიიღეს ძალადობრივი დარბევა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას აქვს უფლება გამოყენოს კანონიერი და პროპორციული ძალა ძალადობრივი არეულობის დროს, ამავდროულად დემოკრატია აღიარებს მოქალაქის უფლებას მშვიდობიანი ფორმით გამოხატოს თავისი შეხედულებები. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქციის ასობით მონაწილე, ჟურნალისტი და პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი დაშავდა ან ჰოსპიტალიზება დასჭირდა,მთავრობის მიერ გამოყენებული ძალადობა, არის ძალზე შემაშფოთებელი.
ბოლო სამი ათეული წელია, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სანდო და სტრატეგიული პარტნიორია. ცოტა ხნის წინ სენატის მიერ მიღებული იქნა დადგენილება ნომერი 598, საქართველოს მხარდაჭერის აქტი, რომლითაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოუცხადა მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, აღიარა საქართველოს მზაობა დემოკრატიული ღირებულებების გატარებაში და აპროტესტებს რუსეთის აგრესიას რეგიონში.
ახლა საქართველოს მთავრობის ჯერია, რომ აღასრულოს თავისი დანაპირები ქართველი ხალხის წინაშე და ველოდებით თქვენთან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომ გაძლიერდეს დემოკრატია საქართველოში მომდევნო წლებში” – ნათქვამია წერილში.

სიახლეები

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...