მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ეს არის პრაქტიკულად განგაშის ზარი ჩვენი მეგობრებისგან. '' - ელენე ხოშტარია კონგრესმენების...

,,ეს არის პრაქტიკულად განგაშის ზარი ჩვენი მეგობრებისგან. ” – ელენე ხოშტარია კონგრესმენების წერილს ეხმარება

Published on

,,ეს არის პრაქტიკულად განგაშის ზარი ჩვენი მეგობრებისგან.

ის ფაქტი, რომ მეგობართა ჯგუფი კონგრესში იღებს გადაწყვეტილებას, მისწეროს საქართველოს მთავრობას, ნიშნავს, რომ ძალიან დიდი პრობლემა აქვს ჩვენს ქვეყანას დემოკრატიის თვალსაზრისით.”- ასე გამოეხმაურა ელენე ხოშტარია აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრის და საქართველოს თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარის, ადამ კინზინგერის წერილს, რომლითაც კონგრესმენმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერს, გიორგი გახარიას მიმართა და ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის დიალოგისკენ მოუწოდ

,,ეს არის, პრაქტიკულად, საქართველოს მთავრობის გაფრთხილება და აქ არ არის ლაპარაკი რომელიმე პარტიის მხარდაჭერაზე ან რაღაც ჯგუფის მხარდაჭერაზე, აქ არის ლაპარაკი, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს მეტს. პირდაპირ საუბრობენ კონგრესმენები ამაზე. ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა იმ კრიზისში, რომელშიც ვიმყოფებით. ეს უნდა იყოს წითელი ბარათი ხელისუფლებისთვის. ” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ “მთავარ არხთან” ინტერვიუში.ა.

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...