მთავარისიახლეებიპოლიტიკაეს არ არის ის საქართველო, რომელსაც ვიცნობთ, ეს რაღაც ახალია -IRI -ისა...

ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც ვიცნობთ, ეს რაღაც ახალია -IRI -ისა და NDI-ის ჩვეულებრივ თავს ჩაკეტილ საზოგადოებაში ავტორიტარული მთავრობები ესხმიან. – (IRI) პრეზიდენტი

Published on

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოს პარლამენტის დელეგაცია რომელშიც კახა კუჭავა, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ბერაია შედიან. ისინი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) პრეზიდენტს, დენიელ ტვაინინგს შეხვდნენ.

ტვაინინგმა შეხვედრა დატოვა და ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოში დემოკრატიის გაუარესებაზე და არასამთავრობო ორგანიზეციების მიმართ საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებაზე შეშფოთება გამოხატა:

“ამერიკის ადმინისტრაცია გაკვირვებული იყო. გაკვირვებული იყო კონგრესის ბევრი წევრიც. ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც ვიცნობთ. IRI-ისა და NDI-ის ჩვეულებრივ თავს ჩაკეტილ საზოგადოებაში ავტორიტარული მთავრობები ესხმიან. ეს რაღაც ახალია, როდესაც თავდასხმა დემოკრატიული მთავრობის ძალაუფლების მქონე პირისგან მოდის.

ჩვენ ვისაუბრეთ დემოკრატიის გარკვეულწილად გაუარესებაზე. ვისაუბრეთ ახალ საარჩევნო სისტემაზე და შიდა მოლაპარაკებებზე, მათ შორის ოპოზიციასთან. ჩვენ ვილაპარაკეთ მოსამართლეებთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე, მთავრობის უთანხმოების საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების მოძრაობებთან. ვისაუბრეთ როგორ ატარებს კვლევას IRI. საქართველოს სურს დასავლეთის სრულუფლებიანი წევრი იყოს და IRI-ს სურს ამის მხარდაჭერა.” თქვა მან.

სიახლეები

ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბაზებიდან აშშ-ს პერსონალის ნაწილი გაჰყავს

REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე ძირითადი სამხედრო ბაზიდან პერსონალის ნაწილი...

მათიკაშვილი-ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას

ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ...

აშშ-მ და სომხეთმა ტრამპის მარშრუტის დეტალები გაასაჯაროვეს

13 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს...

18 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. თბილისში 15-16...