მთავარისიახლეებიპოლიტიკაერეკლე კუხიანიძის ბოდიში ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს

ერეკლე კუხიანიძის ბოდიში ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს

Published on

საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს ბოდიშს უხდის.

„ის, რაც მოხდა, იგივე ჩემი რეაგირება, აღვნიშნე კიდეც „ფეისბუქში“, მეორე დღეს სხვათა შორის, თუმცა დილიდანვე მინდოდა, რეაგირება გამეკეთებინა და შემეცვალა რაღაცები, რაც მიმაჩნია, რომ რა თქმა უნდა, არ იყო სწორი. მაგრამ ისეთი რაღაც დამხვდა „ფეისბუქზე“, ისეთი შეურაცხმყოფელი და სასწაული წყევლები, ბავშვებზე, მშობლებზე, საფლავების ტრიალი, რომ არ ვიცი, გადაცდა ყოველგვარ ზღვარს. დაველოდე ასე ვთქვათ ის დღე, რომ არ გამოსულიყო ისე, რომ შეეშინდა, მოხსნა და ა.შ. დაველოდე, რომ მიმეღო რეზულტატი ჩემი ქმედების. საღამოს შევცვალე და დავწერე, რომ არ არის სწორი ემოციური და გაღიზიანებული მდგომარეობები და დავწერე ისე, ვთქვათ როგორ დავწერდი, რომ არ ვყოფილიყავი იმ დღეს სტრესში და რაღაცას არ გამოვეყვანე მდგომარეობიდან. რა თქმა უნდა, იქ არ იყო უხეშობა, იქ არ იყო დედის მოხსენება, ჩემთვისაც ძალიან უსიამოვნო და მიუღებელია, პირდაპირ გეტყვით“, – განაცხადა კუხიანიძემ.

აკრებულოს წევრმა ხაზი გაუსვა, რომ ის თავის მიერ დაწერილი სიტყვების გამო წუხს.

„არ მინდა ტრაფარეტული გამოვიდეს, რომ ვიღაც ჩააგდეს ისეთ მდგომარეობაში, თითქოს იძულებულია, რაღაც გააკეთოს. არა, მე იძულებული არ ვარ არაფრის, არავისთან ასეთი დამოკიდებულება არ მაქვს, რომ ვინმემ რაღაც მაიძულოს, მაგრამ გამოვთქვამ ძალიან დიდ წუხილს იმის გამო, რომ ასე ვთქვათ, ემოციებმა ჩემზე მოახდინა მოქმედება და დავწერე ის, რაც დავწერე. მაგრამ ეს შეცვლილია და ვფიქრობ, რომ იგივე ბატონი ვაჟაც და მისი ოჯახიც მომართულია პოზიტივზე, მომავალზე, იმაზე, რომ პირველ რიგში ეს ადამიანი იყოს გამოხსნილი იქიდან და რომ ჩვენ მოვახერხოთ და ეს ძიმე სიტუაცია ქვეყანაში შევცვალოთ“, – აღნიშნა კუხიანიძემ.

„რა თქმა უნდა. ბოდიშს ვიხდი იმ გამოთქმისთვის, არაკორექტურობისთვის. შინაარსი იყო, რომ ის ადამიანი გადავიდა და იცოდა, რას აკეთებდა. მან იცოდა, რა რისკზე მიდიოდა და მე არ შემიფასებია, ეს ცუდია თუ კარგია. შემდეგ მე დავწერე, რომ ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, არამედ მთელი მსოფლიოს საზოგადოებაა ამაში ჩართული და მაქსიმუმს აკეთებს. ამ ფონზე, როდესაც ჩვენმა მთავრობამ მიიღო ისეთი შეფასება ოჯახის მხრიდან, რომ არ კეთდება საკმარისი და ეს მთავრობაა ის მთავრობა, რომელიც იმის მაგივრად, რომ დაეხმაროს, ტაშ-ფანდურს მართავს და ეზეიმება, როცა არაფერი საზეიმო არ არის, ამან ჩემზე ძალიან მძიმე გავლენა მოახდინა“, – განაცხადა კუხიანიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...