მთავარისიახლეებისაზოგადოება15 წლის მოზარდს, რომელმაც სავარაუდოდ პოლიციის ზეწოლის გამო თვითმკვლელობა სცადა ოპერაცია ჩაუტარდა

15 წლის მოზარდს, რომელმაც სავარაუდოდ პოლიციის ზეწოლის გამო თვითმკვლელობა სცადა ოპერაცია ჩაუტარდა

Published on

15 წლის მოზარდს, რომელმაც სავარაუდოდ პოლიციის ზეწოლის გამო თვითმკვლელობა სცადა ოპერაცია ჩაუტარდა

დაშავებულის ძმის თქმით, ექიმებმა ოპერაციის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც თავის ტვინმა შეშუპება დაიწყო.

„ჩაუტარდა ოპერაცია იმის გამო, რომ თავის ტვინმა დაიწყო შეშუპება, გახსნეს თავის ქალის ორივე მხარე იმისთვის, რომ დეკომპერესია მოეხდინათ, ანუ ადგილი მიეცათ ტვინისთვის, რომ გაფართოებულიყო, თუმცა როგორც ექიმები ამბობენ, იმაზე მძიმე დახვდათ მდგომარეობა, ვიდრე ეგონათ. ისინიც მოლოდინში არიან, დრო სჭირდება. უგრძელებენ მედიკამენტურ მკურნალობას, ექიმები ვერაფერს ვერ გვეუბნებიან. იმყოფება მართვით სუნთქვაზე” – აღნიშნა დაშავებულის ძმამ.

მოზარდის მკურნალობაში, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ქართველ ექიმებთან ერთად ისრაელის წამყვანი ჰოსპიტლების სპეციალისტები ჩაერთვებიან – ამ ინფორმაციას მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი განცხადებით, კლინიკისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი კოორდინაცით 17 დეკემბერს თბილისში ისრაელის წამყვანი ჰოსპიტლების ნეიროქირურგიული დეპარტამენტის დირექტორი და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ჩამოფრინდნენ. ისინი ქართველ ექიმებთან ერთად განსაზღვრავენ 15 წლის მოზარდის სამედიცინო მდგომარეობას და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკას.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...