მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა

ზუგდიდის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა [Video]

Published on

ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა დღეს ზუგდიდში. პროექტის კონცეფცია რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა: ქალაქ ზუგდიდის მდგრადი განვითარების წინაპირობების შექმნა, სატრანზიტო სატრანსპორტო ნაკადებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი ცენტრის ფორმირება, ქალაქის ცენტრალურ უბნებისა და ქუჩების განაშენიანების მოწესრიგება, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დამცავი ზონების დადგენა, საზოგადოებრივი სივრცეების დადგენა და განვითარება, შეზღუდული ტერიტორიული რესურსების ფონზე მზარდი სამშენებლო საქმიანობების მართვა, ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების განვითარების პრიორიტეტების დადგენა და სხვა.ქალაქის გენგეგმა „არტსტუდიო პროექტმა“ შეადგინა, კომპანიის წარმომადგენლის  გიორგი სულაბერიძის თქმით, იგეგმება ბულვარის გაფართოება, თუმცა ამას გარდა დღეს საინტერესო მოსაზრებები მოისმინა და სამუშაო ვერსიაში ცვლილებები განხორციელდება.შეხვედრას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანიც ესწრებოდა. მისი თქმით, გენერალურ გეგმას ადგილობრივი ხელისუფლება დაამტკიცებს და  მასში აისახება მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში განსახორციელებელი ქმედებები, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. გენგეგმასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს არქიტექტორებმაც. გეგ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის თქმით,  ის მოსაზრებები და შენიშვნები, რომელიც დღეს მოისმინეს, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული და მოქალქეების საჭიროებებზე მორგებულ დოკუმენტს წარმოადგენენ.

სიახლეები

გერმანიის საელჩო მზია ამაღლობელს Free Media Awards-ის მიღებას ულოცავს

გერმანიის საელჩო საქართველო ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდოს, Free...

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ სამხედრო უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებას მხარი დაუჭირა. კონგრესმა აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი...

აქ ვარ მათი სახელით, ვინც ციხეშია – ზურაბიშვილის გამოსვლა ჰელსინკის კომისიის სხდომაზე

ჰელსინკის კომისიის სხდომაზე საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართა, სადაც მომხსენებლები მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის...

მელიქიშვილზე 8-9 სექტემბერს მომხდარი დაპირისპიირების გამო შსს-მ სამი პირი დააკავა

შსს განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ 8-9 სექტემბერს მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით, სამი...