მთავარისიახლეებიპოლიტიკათუ სახლს ერთად აშენებთ, ზევიდან თავში ჩარტყმის მცდელობა კარგი არ არის -...

თუ სახლს ერთად აშენებთ, ზევიდან თავში ჩარტყმის მცდელობა კარგი არ არის – გერმანიის ელჩი საქართველოში

Published on

თუ სახლს ერთად აშენებთ, ერთმანეთს თავში არ უნდა ჩაარტყათ, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე, საჭიროა პოლიტიკის დეპოლარიზაციის გარკვეული მაჩვენებელი.

„თუ სახლს ერთად აშენებ, ზევიდან თავში ჩარტყმის მცდელობა კარგი არ არის. თუ გინდა მიაღწიო წარმატებას დიდ სტრატეგიულ პროექტთან დაკავშირებით, გჭირდება დეპოლარიზაცია, უნდა გქონდეთ ერთად მუშაობის უნარი“,-განაცხადა ჰუბერტ ქნირშიმ.

იგი ასევე გამოეხმაურა საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პროცესს და განაცხადა, რომ დიალოგი გრძელდება.

„დიალოგი არ ჩავარდნილა, რადგან ის გრძელდება. ჩვენ სავარაუდოდ, დღესასწაულებზე შეგვისვენებთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ იქამდე გარკვეულ წარმატებას მივაღწევთ. საერთაშორისო თანამეგობრობა მუშაობს, რომ განაგრძოს შუამავლობა და მხარეებიც განიხილავს ყველა წინადადებას“,-განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...