მთავარისიახლეებისამართალისპეცოპერაცია „ნანდი-მომბასა“ ირლანდიასა და ესპანეთში - დაკავებულია ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5...

სპეცოპერაცია „ნანდი-მომბასა“ ირლანდიასა და ესპანეთში – დაკავებულია ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპელი სამართალდამცველების თანამშრომლობის შედეგად, ირლანდიასა და ესპანეთში დაკავებულია ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით, კვლავ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტერპოლთან და ევროპოლთან.

ქართველმა, ირლანდიელმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, დუბლინსა და ბარსელონაში ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციისას, ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს.

სპეცოპერაცია „ნანდი-მომბასას“ შედეგად, ირლანდიის ქალაქ დუბლინში დაკავებული არიან: 1972 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1974 წელს დაბადებული ს.გ. და 1997 წელს დაბადებული თ.ბ., ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში კი – 1980 წელს დაბადებული დ.მ. და 1972 წელს დაბადებული მ.მ.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა, ყალბი საბუთების შეძენა-შენახვა-დამზადება და უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა. საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის ესპანეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულია 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.

სიახლეები

დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – მეუფე ნიკოლოზი

არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს -...

ზუგდიდის სასამართლომ შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის უწყვეტი აქციების მედროშეს, შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა....

ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, სტრაზბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის...

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დარეკონ

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები...