მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი მოსიარულე და მოლაპარაკე საფრთხეა ქვეყნისთვის - რომან გოცირიძე

სალომე ზურაბიშვილი მოსიარულე და მოლაპარაკე საფრთხეა ქვეყნისთვის – რომან გოცირიძე

Published on

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ  რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც  სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის 1 წელი შეაფასა. მისი თქმით, ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ერთი წელი შეიძლება ერთი ფრაზით შეფასდეს: “ის მოსიარულე და მოლაპარაკე საფრთხეა”. ამ ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა 10 წლის ნორმა შეასრულა და იმდენი განცხადება გააკეთა და იმდენი ქმედება ჩაიდინა, რომელიც 10 წლის განმავლობაში ეყოფოდა არაკვალიფიცირებულ და უგუნურ პრეზიდენტს.  

„სალომე ზურაბიშვილი რაც ნაკლებს ილაპარაკებს და რაც ნაკლებს ივლის, ქვეყნის ინტერესებისთვის უკეთესი იქნება. ყოველი მისი გამოჩენა ან საზღვარგარეთ გასვლა იწვევს შიშის გრძნობას, რომ ქვეყნის ინტერესები არ დააზიანოს. პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე ეკისრება “ქართულ ოცნებას” და პირადად  ბიძინა ივანიშვილს , რომელმაც ვალების ჩამოწერითა და სხვა მანიპულაციებით ქალბატონ სალომეს პრეზიდენტობა უყიდა,”- განაცხადა გოცირიძემ.

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...