მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტის ინაუგურაციიდან ერთი წელი გავიდა. სალომე ზურაბიშვილი ხაინდრავას თაიგულიდან თალაკვაძის თაიგულამდე

პრეზიდენტის ინაუგურაციიდან ერთი წელი გავიდა. სალომე ზურაბიშვილი ხაინდრავას თაიგულიდან თალაკვაძის თაიგულამდე

Published on

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, რომ საქმიანობის ერთ წელიწადში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აჩვენა, რომ “არ არის ვალდებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან”.

ასე შეაფასა არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის ინაუგურაციიდან ერთი წელი.

“საქმიანობის ამ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა აჩვენა, რომ ის არ არის ვალდებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან და როცა საქმე ეხება მნიშვნელოვან საკითხებს, მას აქვს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებული პოზიციები, განსხავებული მოსაზრებები. პოლიტიკურმა პარტიებმაც, მათ შორის ქართულმა ოცნებამ აჩვენა, რომ პრეზიდენტთან მიმართებაში მას აქვს თავისუფალი და ობიექტური პოზიციები”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ წლის განმავლობაში პრეზიდენტს ჰქონდა “ძალიან აქტიური” საერთაშორისო ვიზიტები, სადაც მსოფლიო ლიდერებს შეხვდა. თალაკვაძე საუბრობს იმაზეც, რომ სალომე ზურაბიშვილმა გადადგა ნაბიჯები კულტურის, ტურიზმის და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის, ასევე, ქველმოქმედების კუთხით.

“იყო სირთულეები ამ პერიოდში, ვინაიდან პირველად ხდება, როდესაც საქართველოს ჰყავს ქალი პრეზიდენტი და ქალი პრეზიდენტი, რომელიც არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის. რეალურად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სირთულეებს ჩვენი დემოკრატიული სისტემა მოერევა და ინსტიტუტები ნორმალურად გააგრძელებენ ფუნქციონირებას”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი 2018 წლის არჩევნების შედეგად გახდა. მას მხარს მმართველი პოლიტიკური პარტია, ქართული ოცნება უჭერდა.

ინაუგურაცია 2018 წლის 16 დეკემბერს გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ფიცი თელავში, ერეკლე მეორეს სასახლეში დადო.

ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტია, ამასთან, კონსტიტუციის მიხედვით, ის არის პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტი. 2024 წლიდან პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...