მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია: ოპონენტების დევნა ჩემამდეც იყო დაწყებული. ძალიან ცდება, თუ ვინმეს ჰგონია,...

გიგა ბოკერია: ოპონენტების დევნა ჩემამდეც იყო დაწყებული. ძალიან ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ მეთოდებით ჩაახშობს ხალხის აღშფოთებას

Published on

ჩემამდეც უკვე დაწყებული იყო ეს დევნა, თან ბევრად უფრო აქტიური ფორმით, ვიდრე ჩემს შემთხვევაში. გიგი უგულავას, ნიკა მელიას ბრალი აქვთ წარდგენილი, ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, გავრილოვის ღამის დროს დაკავებული პირები ციხეში არიან. ეს სიტუაცია უკვე შექმნილია. ამაში ახალი არაფერია. მინდა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვთქვა, რომ ცალკეული პერსონების წინააღმდეგ დევნაში, ჩემი ჩათვლით, კი არ არის საქმე, საქმე არის იმ ატმოსფეროში და იმ კურსში, რაც აიღო ამ სამარცხვინო ლიდერმა, ივანიშვილმა და მისი კლოუნების ამ ბანდამ. 

ამიტომ გაგრძელდება ბიძინა ივანიშვილის იზოლაცია და წნეხი და ამიტომ მოეგება გონს. არა იმიტომ, რომ ცალკეული პერსონა, ან მე ან ვინმე არის დევნის ქვეშ, არამედ იმის გამო, თუ საერთო ჯამში საით მიჰყავს ქვეყანა.

ძალიან ცდება, თუ ჰგონია, რომ ამ მეთოდებით ამ აღშფოთებას ჩაახშობს ახლაევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია საუბრობს პროკურატურის მიერ მის გამოკითხვაზე დაბარებას. ბოკერია ამბობს, რომ დაკითხვაზე მაგისტრატ მოსამართლესთან მივა. საქმე, რომელიც ბოკერიას უშიშროების საბჭოს მდივნობის პერიოდში დახარჯულ თანხებს ეხება, 2014 წლის შემდეგ არ განახლებულა.

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...