მთავარისიახლეებიპოლიტიკაერეკლე კუხიანიძის ადგილი თბილისის საკრებულოში არ არის - ოპოზიცია საკრებულოდან მის გაძევებას...

ერეკლე კუხიანიძის ადგილი თბილისის საკრებულოში არ არის – ოპოზიცია საკრებულოდან მის გაძევებას ითხოვს

Published on

ხმაურია თბილისის საკრებულოსთან – ალეკო ელისაშვილმა და ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის სამარცხვინო განცხადებაზე რეაგირების მოთხოვნით მიმართეს და შენობაში შესვლას ცდილობენ თუმცა, სამართალდამცვები ამის საშუალებას არ აძლევენ.

ადგილზე იმყოფებიან “შეცვალე,” “გაბედე” და “სირცხვილიას” წევრები.

“კუხიანიძე კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს მოქალაქე. რა თქმა უნდა, მე ვიზიარებ პოზიციას, რომ ის საკრებულოში არ უნდა იყოს და მანდატი უნდა დატოვოს. წარმოუდგენელია, რომ მტრის მიერ ჩვენი მოქალაქე დატყვევებული იყოს და საკრებულოს პირი ასეთ უღირს განცხადებებს აკეთებდეს” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხმაური მოყვა კიდევ ერთ ინციდენტს საკრებულოსთან, რა დროსაც შენობაში შესული საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ნადირაშვილი პოლიციამ საკრებულოდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...