მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,დეპუტატ ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საკრებულოს უმრავლესობის ფორმატში მივიღებთ'' - გიორგი ტყემალაძე

,,დეპუტატ ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საკრებულოს უმრავლესობის ფორმატში მივიღებთ” – გიორგი ტყემალაძე

Published on

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემელაძე ამბობს, რომ დეპუტატ ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საკრებულოს უმრავლესობის ფორმატში მიიღებენ.

გიორგი ტყემელაძემ ეს განცხადება ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც საკრებულოსთან გამართული აქციის მონაწილე პოლიტიკოსებს შეხვდა.

“ჩვენ აუცილებლად გვექნება უმრავლესობის სხდომა, კონსულტაციები და რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, თქვენ ამას შეიტყობთ”, – თქვა ტყემალაძემ და აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბარი უფრო სწორი სწორედ სხდომის შემდეგ იქნება.

დღესვე, საკრებულოს თავმჯდომარემ ქართული ოცნების დეპუტატის განცხადებას ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ “ემოციური” და არაკორექტული” უწოდა. მან ასევე თქვა, რომ ყველას მიზანია ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან და სახელმწიფო ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

“რა თქმა უნდა, ეს განცხადება იყო ემოციური, არაკორექტული და შესაბამისად, მე მინდა ვთხოვო ყველას, რომ თავი შეიკავონ განსაკუთრებით ამ პერიოდში და ზოგადად ასეთი განცხადებებისგან, ამგვარი განცხადებეის გაკეთება, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი”, – თქვა ტყემალაძემ.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...