მთავარისიახლეებისამართალი"ამ ცხოვრების დედაც" - საპროტესტო წარწერები ზუგდიდის სკეიტ-პარკშიც გამოჩნდა

“ამ ცხოვრების დედაც” – საპროტესტო წარწერები ზუგდიდის სკეიტ-პარკშიც გამოჩნდა

Published on

თბილისში მიმდინარე აქციას 15 წლის მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის სავარაუდო მიზეზების გასაპროტესტებლად ზუგდიდშიც შეუერთდნენ

დღეს წარწერები ,,ამ ცხოვრების დედაც” ზუგდიდის სკეიტპარკშიც გამოჩნდა ( შეგახსენებთ, სწორედ მსგავსი წარწერა დატოვა ,,მწვანე სკოლის” კედელზე დაუდგენელმა პირმა, რაც პოლიციამ ამ ყმაწვილს მიაწერა და მუქარითა და შანტაჟით აიძულებდა ეღიარებინა , რომ წარწერა სწორედ მას ეკუთვნოდა).

აქციის მონაილე პირმა, რომელმაც არ ისურვა თავისი ვინაობის გამხელა , ჩვენს ჟურნალისტს განუცხადა, რომ მომხდარი ფაქტით შეძრულია და სოლიდარულია მოსწავლის მიმართ, რომელმაც ვერ გაუძლო ფსიქოლოგიურ წნეხს და საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა.

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...