მთავარისიახლეებისაზოგადოება15 წლის ბავშვი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, ოდნავ უკეთ...

15 წლის ბავშვი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, ოდნავ უკეთ არის

Published on

15 წლის ბავშვის, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, სასიცოცხლო მაჩვენებლების დინამიკაში მცირე გაუმჯობესება აღინიშნება. ამ სასიხარულო ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

თუმცა როგორც გამოცემის ჟურნალისტს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, ცვლილება ჯერჯერობით მხოლოდ დინამიკაშია, ზოგადად კი მისი ჯანმრთელობის მდგობარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა და ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს “112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა. არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...