მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში აქციაზე წამსვლელები იკრიბებიან

ზუგდიდში აქციაზე წამსვლელები იკრიბებიან

Published on

დილის 5 საათიდან დაიწყეს შეკრება ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა. მიკროავტობუსები წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით სხვადასხვა ლოკაციიდან ახდენენ წამსვლელების მობილიზაციას. “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციაზე წამსვლელთა შორის არიან საჯარო მოხელეები, პედაგოგები, ააიპ-ებისა და სიპ-ების თანამშრომლები. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ საჯარო მოხელეების მობილიზაცია რამდენიმე დღის წინ დაიწყო, ორგანიზაციის ხელმძღვანელებს წინასწარ გადაეცათ სიები, თუმცა “ოდიშინიუსთან” საუბრისას ისინი აცხადებდნენ, რომ მმართველი გუნდი მათ ევროპის დღების დახურვაზე ეპატიჟებოდა, თუმცა, ამ ფორმით მათი წაყვანა მოხდებოდა დაანონსებულ აქციაზე.

დღეს “ქართული ოცნება” თბილისში აქციას მართავს, რომლის ორგანიზატორიც პარტიის ახალგაზრდული ფრთაა.

სიახლეები

საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (შემდგომში „სტრასბურგის სასამართლო”) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეზე...

10 პროდუქტი, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა

ივლისში ქვეყანაში წლიური ინფლაცია 5.5% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პროდუქტებსა და მომსახურებაზე...

ცხელ საათებში თავი შეიკავეთ ქუჩაში გადაადგილებისგან – NCDC-ის რეკომენდაციები ცხელ დღეებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს რეკომენდაციებს ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით. ისინი...

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...