მთავარისიახლეებისაზოგადოებასვანეთის ტყისთვის, სადაც დიდხნოვანი უთხოვრებია აღმოჩენილი, სენი დაცული ტერიტორიის...

სვანეთის ტყისთვის, სადაც დიდხნოვანი უთხოვრებია აღმოჩენილი, სენი დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

Published on

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ ჭუბერის ხეობაში არსებული დიდხნოვანი უთხოვრების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია და დისკუსია გაიმართა ზუგდიდში.შეხვედრის მონაწილეებს ბუნების ამ უნიკალური ძეგლების დაცვისა და მდგრადი მართვის შესაძლებლობებზე ინფორმაცია მიაწოდეს ორგანიზაციის მკვლევარებმა. სვანეთის ტყეში ექსპედიციამ 1 600 წლის უთხოვარს მიაკვლია. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მეტყევე სპეციალისტი, ავთანდილ მიქაბერიძე აცხადებს,რომ შესწავლილი 9 ხიდან ყველაზე ძველი, 1360 წლისაა, თუმცა მიქაბერიძის თქმით, უფრო დიდი ხნოვანების ხეებიც არის, თუმცა მათი ასაკის დადგენა რთულია. ლაბორატორიული კვლევები ილიას უნივერსიტეტში ჩატარდა.კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის რეკომენდაციაა, რომ სვანეთის უნიკალური ტყე, სადაც დიდხნოვანი უთხოვრებია აღმოჩენილი, დაცული უნდა იყოს, არ მოხდეს ხეების მოჭრა და მას მიენიჭოს დაცული ტერიტორიის სტატუსი, მასზე პასუხისმგებლობა ვინმემ უნდა აიღოს, რადგან ორგანიზაციის განმარტებით, ტერიტორიას ტურისტული განვითარების პერსპექტივა აქვს.შეხვედრას ნენსკრა ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ტერიტორია ჰესის მშენებლობის არეალში ექცევა და მისი გაკაფვის ალბათობა დიდია.

სიახლეები

ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბაზებიდან აშშ-ს პერსონალის ნაწილი გაჰყავს

REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე ძირითადი სამხედრო ბაზიდან პერსონალის ნაწილი...

მათიკაშვილი-ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას

ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ...

აშშ-მ და სომხეთმა ტრამპის მარშრუტის დეტალები გაასაჯაროვეს

13 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს...

18 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. თბილისში 15-16...