მთავარისიახლეებიპოლიტიკასოზარ სუბარი ნინო ლომჯარიას უტევს

სოზარ სუბარი ნინო ლომჯარიას უტევს

Published on

პრემიერმინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი გამოეხმაურა ომბუდსმენის განცხადებას, რომ ქართული ოცნების აქციაზე დაძალებით და ზეწოლით წასვლას საჯარო მოხელეები მის რწმუნებულებს უდასტურებენ.

“თუ ვინმე იტყვის რომ საქართველოს ისტორიაში ყოფილა შემთხვევა, როცა 100 ათასი ადამიანი, (შეიძლება, გაცილებით მეტი იყოს), ვიღაცამ ძალით მოიყვანა, არ ვიცი, მსგავსი რამ არ არსებობს. შეუძლებელია, რომ არსებობდეს და როდესაც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, კარგი იქნება კონკრეტული მაგალითების მოყვანა. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, გამოჩნდეს რამდენიმე ადამიანი, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების წევრები, რომლებიც იტყვიან ამას, თითქოს მსგავს რამეს ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს არის აბსოლუტური ტყუილი და მსგავსი რამე არ მომხდარა”, – ამბობს სუბარი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

სოზარ სუბარი ასევე ამბობს, რომ ნინო ლომჯარიას განცხადებები “არც სახალხო დამცველის და არც ადამიანურ ეთიკაში არ ჯდება”.

აქციას, რომლის ოფიციალური მიზეზი საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომაა, ქართული ოცნება დღეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე მართავს. აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები ორგანიზებულად მოყავთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. 

საჯარო მოხელეებზე ზეწოლის შესახებ  საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...