მთავარისიახლეებიპოლიტიკასახალხო დაცველი: აქციაზე საჯარო მოხელეები და მასწავლებლები ზეწოლითა და იძულებით ჩაყავთ -...

სახალხო დაცველი: აქციაზე საჯარო მოხელეები და მასწავლებლები ზეწოლითა და იძულებით ჩაყავთ – მსგავსი ქცევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

Published on

სახალხო დამცველის განცხადებით, 14 დეკემბერს ქართული ოცნების ორგანიზებულ აქციაზე ა(ა)იპ-ებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები ზეწოლითა და იძულებით ჩაყავთ. ლომჯარია აცხადებს, რომ ეს ფაქტი კონფიდენციალობის დაცვის პირობით რეგიონებში მოქალაქეებმა დაადასტურეს.

“მოქალაქეების განცხადებით, აქციაში მონაწილეობის მიღებაზე უარის შემთხვევაში ხელმძღვანელი პირები სამუშაო ადგილებზე სამომავლოდ პრობლემების შექმნაზე მიანიშნებენ”, — წერია ლომჯარიას განცხადებაში.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მსგავსი ქცევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაცია კონფედენციალურად მიაწოდეს, არ შეუძლიათ პროკიურატურისთვის მიმართვა გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

“ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელ პირებს და სამსახურების ხელმძღვანელებს, შეწყვიტონ თანამშრომელთა იძულება. პარალელურად, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს განახორციელონ შესაბამისი მოქმედებები და გამოავლინონ შესაძლო პასუხისმგებელი პირები, რომელთა ქმედებაშიც შეიძლება იკვეთებოდეს დანაშაულის ნიშნები”.

გარდა ამისა, ობმუდსმენი მოუწოდებს მოქალაქეებს შესაძლო ზეწოლის შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს. სახალხო დამცველი გამოთქვას მზაობას, სურვილის შემთხვევაში, დაეხმაროს მათ საგამოძიებო ორგანოებისათვის მიმართვის პროცესში.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის ახალგაზრდული ფრთა, პარტიის მხარდაჭერით, შაბათს აქციას მართავს, რომელზეც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა უნდა იზეიმონ. ამ ღონისძიებაზე არ არიან მიწვეული ევროპელი დიპლომატები და მხოლოდ პარტიის მხარდამჭერები შეიკრიბებიან. რაც შეეხება თავმდჯომარეობას, ეს ტიტული საქართველოს რეგლამენტის მიხედვით და ანბანის შესაბამისად ერგო.

მმართველ გუნდში უარყოფენ ინფორმაციას იძულების შესახებ და აცხადებენ, რომ მსურველები ბევრნი არიან. მათი თქმით, რეგიონებიდან ხალხის ჩამოსაყვანად ტრანსპორტი არ ჰყოფნით. 

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...