მთავარიUncategorizedრა რაოდენობის ხალხიც არ უნდა ჩამოიყვანოს ივანიშვილმა, ამ რაოდენობას არ ახლავს მუხტი....

რა რაოდენობის ხალხიც არ უნდა ჩამოიყვანოს ივანიშვილმა, ამ რაოდენობას არ ახლავს მუხტი. ივანიშვილს არ აქვს მორალური უპირატესობა, ის დამარცხებულია ქართველ ხალხთან – ბაჩუკი ქარდავა

Published on

“ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა ტვ პირველთან “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ აქციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს არის ხელისუფლების ბოლო ფაზაში ყოფნის ნიშანი.

მისი თქმით, რა რაოდენობის ხალხიც არ უნდა ჩამოიყვანოს ივანიშვილმა, ამ რაოდენობას არ ახლავს მუხტი. ივანიშვილს არ აქვს მორალური უპირატესობა, ის დამარცხებულია ქართველ ხალხთან.”ბოლო ჟამს პოლიტიკაში აქვს რამდენიმე ნიშანი, ბოლო ფაზას ხელისუფლებაში ყოფნისას აქვს გარკვეული ნიშნები. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს ეს გააფორმოს საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევის აღსანიშნავ ღონისძიებად, ხელისუფლება არის დასრულებული. ისტორია ზუსტად ერთი ერთში არ მეორდება, მაგრამ უმეტესწილად მეორდება. თუმცა მე მინდა გითხრათ, სხვა კონტექსტში ვაკეთებ ამ ანალიზს ამ აქციასთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილი 20 ივნისიდან მოყოლებული ახდენდა იმის დემონსტრირებას, რომ ის ეყრდნობა ძალას. პოლიცია, რობოკოპები, პატარა კონტრაქციები, რომელსაც მართავდა, ეს ყველაფერი იყო იმის ნიშნები, რომ ხელისუფლება ორიენტირებული იყო ძალაზე.ის მიხვდა ამას, ალბათ, რაღაც ეტაპზე, თუმცა, მე ვთვლი, რომ სწორი ნაბიჯი არ არის გადადგმული დღევანდელი აქციით, იმიტომ, რომ თუ ეს ზეიმია, მაშინ მას საყოველთაო ხასიათი უნდა ჰქონდეს და ეს არ უნდა იყოს გამგეობებისა და მერიის თანამშრომლების მონაწილეობით.

ამ შემთხვევაში, მან სცადა საერთაშორისო თანამეგობრობას, უცხოელ ელჩებს და მათ შორის ოპოზიციასაც დაანახოს, რომ მის არ ეყრდნობა მხოლოდ პოლიციას, მხოლოდ ტურებს, რაც კონტრაქციებისას იყო გამოყენებული და მას უჭეერს საზოგადოება და ხალხი მხარს. საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველამ ყველაფერი იცის, ჩვენ ბუნებრივია ვიღებთ ინფორმაციებს. რეალობა არის ისეთი, რომ რაიონებში, რეგიონებში გამოკეტილია გამგეობები მერიები, ასე ვთქვათ მთელი ადმინისტრაციული რესურსია მობილიზებული. გასაჯაროვდა ინსტრუქციები, რომლებიც “ოცნების” აქტივისტებმა გასცეს აქციის მონაწილეებზე, რომ დახვდნენ თავიანთი რაიონის წარმომადგენლებს და წამოუძღვნენ, თხოვენ იმასაც, რომ იმ ნაწილში სადაც ტელევიზიებია, უფრო აქტიურად ჩანდნენ ახალგაზრდები. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი, მაქსიმუმუმზე ორიენტირებული შეკრება, მაგრამ ასეთი ტიპის შეხვედრას რაოდენობასთან ერთად ახლავს გარკვეული ტიპის მუხტი. რა რაოდენობის ადამიანსაც არ უნდა მოუყაროს ივანიშვილმა თბილისში თავი ამ რაოდენობას არ ახლავს მუხტი. მათ მხარეზე, ქართული ოცნების მხარეზე არ არის მორალური უპირატესობა. ის დამარცხებულია. ამ განწყობის შექმნა, რაც მას სურს რისი ილუზიაც მას აქვს ამ აქციით, ძალიან გაუჭირდება.ბიძინა ივანიშვილი ჩაბღაუჭებულია შერეულ სისტემას და მაჟორიტარებს, უნიჭო სპექტაკლებს დგამს, ხუნდაძის მონაწილეობით. ეს არის სიგნალი იმისა, რომ ივანიშვილმა კარგად იცის, რომ განულებულია მისი რეიტინგი, არ აქვს ხალხში მხარდაჭერა, მას სჭირდება საკანონმდებლო, კანონად გაფორმებული ბერკეტი იმისათვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს, თუმცა, არანაირი მექანიზმი არ მუშაობს მაშინ, როცა ხელისუფლება სრულად გაკოტრებულია და მისი პოლიტიკური ნაბიჯები ლოგიკური ჯაჭვით კი არ ხორციელდება, არამედ არაადეკვატურ ეტაპებად იყოფა,” – აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...