მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან

Published on

სასტუმრო “ჰოლიდეი ინნში” ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა დაიწყო.

შეხვედრას ესწრებიან როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე პარტიის ლიდერებმა ისაუბრეს, შეხვედრაზე რამდენიმე საკითხს განიხილავენ, მათ შორის „პოლიტპატიმრების თემას,“ქართული ოცნების” მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებასა და წახალისებას და სამართალდამცველების მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ არაკანონიერი ქმედებების განხორციელებას“.

ახალი საქართველოს” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსთან დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე საკითხს განიხილავენ.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხებია – სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების საქმე, სამართალდამცველების მხრიდან არაკანონიერი ქმედებები და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციის წინააღმდეგ აგრესიული ჯგუფების დაორგანიზება.

„ეს არის შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმოდგენლებთან, სადაც ჩვენ პირველი – გადავცემთ იმ ადამიანების სიას, ვინც სისხლის სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე იქნა დაკავებული და არის მიცემული პასუხისგებაში. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ყურადღებას გავამახვილებთ სისხლის სამართლის საქმეებზე, რაც 20 ივნისის შემდეგ აღიძრა და როგორც პოლიტიკური დევნის იარაღი, ისე იყენებს სისხლის სამართლის კოდექსს ფაქტობრივად ხელისუფლება. მეორე – ჩვენ ვისაუბრებთ სამართალდამცველებზე, რომლებიც სისტემურად არღვევენ კანონს და კანონდარღვევით აკავებენ, იტაცებენ, სხვადასხვა დარღვევებს აკეთებენ ჩვენს მშვიდობიან მომიტინგეებთან და მოქალაქეებთან მიმართებაში და ვისაუბრებთ იმ აგრესიულ ჯგუფებზე, რომლებიც დააორგანიზა „ქართულმა ოცნებამ”, რომელიც თავიდან გამოიხატებოდა ოფისებზე თავდასხმაში, ახლა უკვე პირად ანაგრიშსწორებებზე გადავიდნენ, გიგი უგულავას შემთხვევა ყველამ ვიცით, აეროპორტში.

გვექნება მათთან საუბარი, რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება”, აიღოს სისტემური კანონდარღვევებისგან ხელი და ხელი აიღოს პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური დევნა, ეს არის ტოტალკონტროლის დამყარების მცდელობა „ქართული ოცნების” მხრიდან, რომელიც ცხადია, კრახით დამთავრდება და ჩვენ ვერავინ გაგვაჩერებს“, – განაცხადა ვაშაძემ.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...