მთავარისიახლეებიპოლიტიკამლიქვნელობისა და სიცრუის პილოტაჟი გიორგი გახარიასგან

მლიქვნელობისა და სიცრუის პილოტაჟი გიორგი გახარიასგან

Published on

“ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს ყველას არ გვილხინს, მაგრამ ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში, მაშინ, როდესაც არასოდეს გვქონია ევროპასთან ისე ახლო ურთიერთობა, როგორც დღეს, ჩვენ გვაქვს უახლოესი ურთიერთობა ევროპასთან ეკონომიკურ კონტექსტში. დღეს თითოეულ ქართველს შეუძლია უვიზოდ იმოგზაუროს ევროპაში და ეს ყველაფერი მოხდა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ თითოეულმა ამასთან ერთად უნდა ვიამაყოთ იმით, რაც გველის წინ, ის, რაც კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.

ამ ყველაფერს, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, მივაღწიეთ ჩვენს ლიდერთან ერთად, ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ევროპა არის საქართველოს წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი. ყველას კარგად გვესმის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არიან ბევრი ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს ევროპულ გზას, მიუხედავად იმისა, რომ უსამართლობაა, ადამიანი, ექიმი, რომელმაც გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი კეთილი ნებით, კეთილი სურვილებით, დღეს იყოს ასეთ მდგომარეობაში, მიუხედავად ამისა, ჩვენ ამას გავუძლებთ, გავაგრძელებთ გზას წინ და ჩვენი გზა იქნება საბოლოო გამარჯვება ევროპის ფარგლებში.

მაგრამ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი წარსული, უნდა ვიცოდეთ საიდან მოვდივართ. ამიტომ, თითოეული ჩვენგანის ევროპული გზა უნდა ეყრდნობოდეს ჩვენს ტრადიციებს. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენი ევროპული გზა და ჩვენი ევროპულობა არის ჩვენი წარსული, ჩვენი დღევანდელი დღე და ჩვენი მომავალი, ამიტომ გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი წარსულით, ჩვენი კულტურით, ჩვენი ტოლერანტობით, ჩვენი რწმენით და ჩვენი ეკლესიით ჩვენი გზა და ჩვენი საბოლოო გამარჯვება იქნება ევროპაში და ვიზეიმებთ იქ.”პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა. ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული აქცია საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომას ეძღვნება, რომლის როტაციაც ანბანის მიხედვით ყოველ 6 თვეში ხდება. აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები ორგანიზებულად ჩამოიყვანეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

სიახლეები

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...