“მივდივარ, რომ ბიძინას მივულოცო ახალი წელი, თქვენც გეპატიჟებით”- ზუგდიდიდან თბილისისკენ აქციის მონაწილეები უკვე გაემგზავრნენ [Video]

0
507

“მივდივარ, რომ ბიძინას მივულოცო ახალი წელი, თქვენც გეპატიჟებით, დიდი ხანია არ მინახავს და მინდა ვნახო…ეს ხალხიც მიულოცავს ჩვენს აღმაშენებელს…პრემიერ-მინისტრსაც მივულოცავთ”- განაცხადა ზუგდიდელმა დალი ლატარიამ, რომელიც ზუგდიდიდან თბილისისკენ მიემგზავრება. “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციაზე წამსვლელთა შორის საჯარო მოხელეები, პედაგოგები, ააიპ-ებისა და სიპ-ების თანამშრომლები არიან. მათი უმრავლესობა კომენტარზე უარს აცხადებს, ნაწილი კი ამბობს, რომ ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე მიემგზავრება. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, მხოლოდ ზუგდიდიდან 6000-ზე მეტი ადამიანი მიდის და მოხდა 200-მდე სატრანსპორტო საშუალების მობილიზება.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში “ქართული ოცნება” აქციას მართავს, რომლის ორგანიზატორიც პარტიის ახალგაზრდული ფრთაა.

წინა სტატია,,200- მდე სატრანსპორტო საშუალების მობილიზება მოხდა, ძალით არავინ მიდის, თვითონ გამოთქვეს სურვილი,, _ მამუკა წოწერია
შემდეგი სტატიასვანეთის ტყისთვის, სადაც დიდხნოვანი უთხოვრებია აღმოჩენილი, სენი დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭებას ითხოვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური