მთავარისიახლეებიპოლიტიკაინგა გრიგოლიას რეაქცია მაკრახელიძის გამოხდომაზე: ,,ეს რა ,,ფრუქტი'' გყოლია, ბატონო მერო'' და...

ინგა გრიგოლიას რეაქცია მაკრახელიძის გამოხდომაზე: ,,ეს რა ,,ფრუქტი” გყოლია, ბატონო მერო” და კუხიანიძის გადარევისთვის ირაკლი ზარქუას მიერ მიხეილ სააკაშვილისაკენ გაშვერილი თითი

Published on

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “ოცნების” საკრებულოს წევრის მიერ, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯაზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ინგა გრიგოლიას, იმედი აქვს, რომ თბილისის მერისგან განმარტებას მოისმენს კუხიანიძის განცხადებებზე.


“იქნებ გააკეთოს კომენტარი საკუთარი თანაგუნდელი საკრებულოს წევრის,ვინმე ერეკლე კუხიანიძის შესახებ, რომელიც თავს ესხმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, აგინებს თავისუფალ მედიას და უშვერი სიტყვებით ილანძღება, ეს რა ფრუქტი გყოლია, ბატონო მერო, -წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

მერი ჯერჯერობით დუმს, მაგრამ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრისა და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის ერეკლე კუხიანიძის გინების ,,გაპრავებას” ცდილობს

“განცხადება, შეიძლება, რაღაც ემოციურ ნიადაგზე იყოს გაკეთებული და მე ვისურვებდი, რომ ყველა, მათ შორის მეც, ყველამ გარკვეული ემოციები უკან დავიტოვოთ და პრაგმატულად გავაკეთოთ ხოლმე ესა თუ ის განცხადება.

ბოდიში უნდა მოიხადოს სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ, რომ ჩვენ ამ რეჟიმში ჩაგვაგდო,” – თქვა ირაკლი ზარქუამ.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...