მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,200- მდე სატრანსპორტო საშუალების მობილიზება მოხდა, ძალით არავინ მიდის, თვითონ გამოთქვეს სურვილი,,...

,,200- მდე სატრანსპორტო საშუალების მობილიზება მოხდა, ძალით არავინ მიდის, თვითონ გამოთქვეს სურვილი,, _ მამუკა წოწერია

Published on

ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით 6000_ ზე მეტი ადამიანი მიემგზავრება _ ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ უთხრა. წოწერიას თქმით, ევროპის დღეების გრანდიოზულ დახურვაზე წასვლის მსურველთა რაოდენობა დიდია, ზუგდიდიდან 200 სატრანსპორტო საშუალების მობილიზება მოხდა, ხოლო ხარჯები მმართველმა პარტიამ გაიღო. რაც შეეხება კითხვას, რომ აქ იმყოფებიან საჯარო მოხელეები, პედაგოგები, ააიპ_ ების თანამშრომლები, წოწერიამ განაცახადა, რომ წასვლა ნებაყოფილობითია და ვერც საჯარო მოხელეებს და ვერც პედაგოგებს ვერ დაუშლიან ღონისძიებაში მონაწილეობას.

,, ჩვენ ასეთი დიდი წარმომადგენლობით ვუერთდებით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის აღნიშვნას, რადგან ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, ძალით არავინ არ მიგვყავს, მათ გამოთქვეს სურვილი და ვერავის დავუშლით წასვლას, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ საჯარო მოხელეები იმდენი არ არიან, რამდენიც უბრალო მოქალაქეები, რომლებიც საკუთარი მანქანებით წუხელ გაემგზავრნენ თბილისში,, _ განაცხადა მამუკა წოწერიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი აქცია იმართება, სადაც რეგიონებიდან მიყავთ მოსახლეობა.

სიახლეები

საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (შემდგომში „სტრასბურგის სასამართლო”) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეზე...

10 პროდუქტი, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა

ივლისში ქვეყანაში წლიური ინფლაცია 5.5% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პროდუქტებსა და მომსახურებაზე...

ცხელ საათებში თავი შეიკავეთ ქუჩაში გადაადგილებისგან – NCDC-ის რეკომენდაციები ცხელ დღეებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს რეკომენდაციებს ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით. ისინი...

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...