ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ე. წ სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს არის ჩანიშნული. ოჯახი მისი გათავისუფლების მოლოდინშია. „მე ძალიან დადებითი მოლოდინებით ვარ განწყობილი და იმედია, არ გამიცრუებენ. ვფიქრობ, რომ თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ხვალ უნდა გამოუშვან. იმედი უფრო ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ მომეცა. იმდენმა ქვეყანამ და მსოფლიო თანამეგობრობამ გამოუცხადა სოლიდარობა და ჟენევის მოლაპარაკებებზეც იმდენად აქტუალური და პირველი თემა იყო , რომ მემგონი რაღაცამ უნდა იმოქმედოს, მინდა დავიჯერო ყოველ შემთხვევაში“,-განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა.
ოჯახი დღეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ელოდება
სიახლეები
კონფლიქტები
დრონები ოკუპირებული აფხაზეთის თავზე – აფეთქებები და მასშტაბები: რა ხდება?
უპილოტო საფრენი აპარატები ოჩაჩირის, სოხუმისა და გულრიფშის თავზე - ვიდეოებს აფხაზეთის მარიონეტული საგანგებო სიტუაციების...
საზოგადოება
სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...
საზოგადოება
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...
საზოგადოება
გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...