მთავარიUncategorizedარის თუ არა პრობლემა, როცა იმ ქვეყნის პრემიერმინისტრი, რომლის 20%...

არის თუ არა პრობლემა, როცა იმ ქვეყნის პრემიერმინისტრი, რომლის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, საერთაშორისო შეხვედრაზე სიტყვით რუსულ ენაზე გამოდის

Published on

გიორგი გახარიას კიევში პრესკონფერენციაზე სიტყვით რუსულად გამოსვლას ოპოზიცია უმწვავესად აფასებს.

“როგორც მოსკოვის კაცს შეეფერება, ის რუსულ ენაზე გამოვიდა პრესკონფერენციაზე კიევში. როცა იმ ქვეყნის პრემიერმინისტრი, რომელიც არის ომში რუსეთთან და რომლის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რუსულ ენაზე გამოდის, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ქართული ოცნება არის რუსული ოცნება და ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი სინამდვილეში არის პუტინის პოლიტიკური პროექტი საქართველოში” – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ.

მმართველ პარტიაში კი გიორგი გახარიას მიერ სუამ-ის სახელმწიფოების მთავრობის მეთაურთა ერთობლივი პრესკონფერენციის რუსულ ენაზე გამართვაში პრობლემას ვერ ხედავენ

„მე პრობლემას ვერ ვხედავ, იმის გათვალისწინებით, რომ იქ ყველა რუსულ ენაზე საუბრობდა და პრობლემური აქ ნამდვილად არაფერია“, – ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რამდენად მიზანშეწონილია პრემიერის მიერ ოკუპანტი სახელმწიფოს ენაზე საუბარი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში გუშინ დაიწყო.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...