“ქართული ოცნების” ე.წ. მაჟორიტარი დეპუტატი დაჩი ბერაია ნაციონალური მოძრაობის ლიდერს რომან გოცირიძეს ფიზიკურად გაუსწორდა.
“ხელით ვერ მივწვდი, წიხლი დავარტყი”- განაცხადა დაჩი ბერაიამ.

დაჩი ბერაია და რომან გოცირიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მანამდე მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.
როგორც დაჩი ბერაია ამბობს, მან რომან გოცირიძეს მიუთითა, რის შემდეგაც რომან გოცირიძემ შეურაცხყოფა მიაყენა.
„ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგაოდოებას. რომან გოცირიძე არის მატყუარა და უზრდელი ადამიანი. მე მას მივუთითე, რომ სირცხვილია ის, რასაც აკეთებს. ამის შემდეგ მისგან მივიღე ისეთი შეურაცხყოფა, რასაც ვერ გავიმეორებ“,- განაცხადა ბერაიამ.
ინფორმაცია იმის შესახებ, სახელდობრ რა სეურაცხყოფა მიაყენა რომან გოცირიძემ დაჩი ბერაიას ჯერჯერობით არ გავრცელებულა. როგორც ჩანს საკითხი პარლამენტში დღეს მომხდარ ინცინდენტს უკავშირდებოდა.
,,ეტყობა, ვიღაცას აქვს ზედმეტი სუნამო დასხმული. ძალიან მაღალი ხარისხის სუნამოს სუნი დადგა როგორც ჩანს და ახლა არიან შიშით“,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
„მეცინება, უმრავლესობაში უთქვამთ, რომ რაღაცა სუნი დგასო და ოპოზიცია გვწამლავს. ეტყობა, ვიღაცას აქვს ზედმეტი სუნამო დასხმული. ძალიან მაღალი ხარისხის სუნამოს სუნი დადგა როგორც ჩანს და ახლა არიან შიშით. ხომ იცით, შიშს დიდი თვალები აქვსო და შეშინებული არიან, ვითომ ოპოზიციონერებმა, აი, აქ რაღაც შხამიანი გაზი შემოაგდეს. ან მეორე ვერსია შეიძლება იყოს ის, რომ როგორც რაიხსტაგს, თავად მოუკიდეს ცეცხლი გერმანელებმა გერმანიაში, რომ მერე კომუნისტები დაესაჯათ, რის შემდეგაც მოხდა დიდი წმენდა და დაპატიმრება. შესაძლებელია, თავად გააკეთეს და რაღაც გაზი გაუშვეს, რომელიც მაღაზიებში იყიდება, რაღაც შესასხურებელი. მოკლედ, არ ვიცი. ჩვენ არა ვართ შიგნით. ოპოზიცია არაა შიგნით და ოპოზიცია როგორ შეიტანდა, როცა ბოიკოტის რეჟიმშია“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
მოგვიანებით რომან გოცირიძემ განმარტა, რას მოყვა დაჩი ბერაიას გაღიზიანება.
რომან გორიციძე ამბობს, რომ მან ფეისბუქზე დაწერა პოსტი, რომ ივანიშვილმა, იმის გამო, რომ ურჩები დაესაჯა, დააწინაურა – ერთი, მეორე კომიტეტის თავმჯდომარე გახდა და დაჩი ბერაიამ შესაძლოა მინისტრის პოსტსაც გამოჰკრას ხელი.
გოცირიძის თქმით, ბერაია სწორედ ამ პოსტმა გააღიზიანა.
“მოვიდა, მომადგა, ეს რას ამბობ, რას წერ. უტვინო ტიპი მოდის და ქურდულად არჩევს საქმეს. საკადრისი მიიღო, როგორც საჭიროა. ამ ადამიანებს ხანდახან მათივე ენით უნდა ელაპარაკო”, – თქვა გოცირიძემ.