მთავარისიახლეებიპოლიტიკასამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს" აქტივისტების საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება დაუდგენელი ვადით გადადო

სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს” აქტივისტების საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება დაუდგენელი ვადით გადადო

Published on

მცხეთის სასამართლოში სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს” აქტივისტების – ირაკლი ქართველიშვილის, ბექა ნათელაშვილის, მიხეილ ქუმსიშვილისა და ლევან ლელაშვილის პროცესი დასრულდა. მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება დაუდგენელი ვადით გადადო.

ადვოკატ მარიამ ცუცქირიძის განცხადებით, თუ სასამართლო იქნება ობიექტური, სამართალდამრღვევად არც ერთი პირი არ უნდა ცნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე გვექნება პოლიტიკურ დაკვეთასთან.

,,სასამართლო პროცესზე შსს-ს წარმომადგენლები იყვნენ ძალიან საცოდავ მდგომარეობაში, ვერც ერთი მტკიცებუკება ვერ წარმოადგინეს, გარდა თავის მიერ შედგენილი სამართადარღვევის ოქმისა. ამიტომ, თუ სასამართლო იქნება ობიექტური, მტკიცებულებების გარეშე სამართალდამრღვევად არც ერთი პირი არ უნდა ცნონ. პირიქით, ჩვენს მიერ მოხდა მტკიცებულების წარდგენა, ჩვენ წარმოვადგინეთ ვიდეომასალა, სადაც ნათლად და მკაფიოდ ჩანს, რომ ამ მოქალაქეებს უსწორდებოდნენ ფიზიკურად, ხდებოდა მათზე ძალადობა და ცემა. ასევე, დაიკითხა 5 მოწმე, რომლებიც ერთი და იმავე ჩვენებას იძლეოდნენ და დაასტურეს, რომ არანაირ გინებას ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ ყველა შემთხვევაში უნდა შეწყდეს აღნიშნული საქმე და თუ ეს საქმე არ შეწყდება, მაშინ ადგილი ექნება აშკარა პოლიტიკურ დაკვეთას”, – განაცხადა ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ.

შეგახსენებთ, რომ “გაბედეს” აქტივისტები მცხეთის პოლიციაში დღეს, 11:00 საათზე დაიბარეს, სადაც მათ სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინეს, რომელიც მცხეთის სასამართლოს გადაეგზავნა. მათ ბრალი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...