მთავარისიახლეებისაზოგადოებაივანიშვილმა გადაწყვიტა მოიშოროს ხეგლეჯიას ეპითეტი - ბუნება კი არ დაუზიანებია, გადაურჩენია

ივანიშვილმა გადაწყვიტა მოიშოროს ხეგლეჯიას ეპითეტი – ბუნება კი არ დაუზიანებია, გადაურჩენია

Published on

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ხეების გადარგვით მათ გადარჩენას ისახავდა მიზნად: “გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას გახლავთ ”

 ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელ ბატონ ზურაბ ბაგრატიონთან ერთად დავდიოდით და ხეებს სწორედ ამ კუთხით ვარჩევდით”, – ეს განცხადება ივანიშვილმა ჟურნალ – ,,ველურ ბუნებასთან” საუბარში გააკეთა

“ზოგიერთებმა შეიძლება ეს ჩამითვალოს პირად ახირებად, რადგან ხარჯები არ არის შედეგთან თანაფარდობაში, თუმცა ჩემი მიზანი მარტივია – ყველა ეს პარკი გადაეცემა სახელმწიფოს, რაც საშუალებას აძლევს მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს ბუნებასთან სიახლოვე განიცადონ. ჩემთვის პირადად, ბუნება არის ენერგიის უმთავრესი წყარო. სადაც არ ვცხოვრობდი, ყოველთვის ვცდილობდი ქალაქიდან თავი დამეღწია და ბუნებასთან ახლოს ვყოფილიყავი, რასაც მეტ-ნაკლებად ვახერხებდი. ამის შესაძლებლობა ყველა ჩვენთაგანს უნდა ჰქონდეს და ყოველი ამ პარკის შექმნითა და თანადგომით მე ზუსტად ამ შესაძლებლობების შექმნას ვცდილობ.

შემიძლია გითხრათ, რომ მე ასი ათასობით ხე მაქვს დარგული, შეიძლება ამას ჩემი ჰობი დაარქვათ ან მოთხოვნილება, მაგრამ ყველაფერში ნეგატივის დანახვა და ხალხისთვის სიცრუის ტირაჟირება ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები ვირტუალურ რეალობაში ამყოფებენ ჩვენ მოსახლეობას, რათა ყველა მოვლენა მხოლოდ ნეგატიური კუთხით შუქდებოდეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

დღეს ამაში მას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამაც დაუკრა კვერი: ,, რა თქმა უნდა, გადაარჩინა, იმიტომ, რომ უნიკალურ პარკს აშენებს და ბევრი ხე ზოგადად არის მოუვლელი, ამ შემთხვევაში კეთდება ძალიან კარგი რამ, რომელიც იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი, ეს ხომ ცალსახად ასეა”– ასე უპასუხა მან კითხვას, გადაარჩინა თუ არა გიგანტური ხეები ბიძინა ივანიშვილმა მათი გადარგვით თავის ეზოში

,,რასაც ამბობს ბატონი ბიძინა, ყოველთვის სიმართლეა, – განაცხადა ვიცე- პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა  

“ვიცი რა  მისი დამოკიდებულება და საქველმოქმედო პროექტები, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მისი საქმე მიმართულია სოციალური ამოცანის შესრულებისკენ.

როდესაც ვსაუბრობთ ხეების გადარგვის საკითხზე, ბევრი არაკეთილმოსურნე მავნებლურ და დამანგრეველ საქმიანობად წარმოჩენას ცდილობდა, სინამდვილეში ამ ხეების გადარგვა იმისთვის ხდებოდა, რომ გურიის რეგიონს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შემატებოდა – დენდროლოგიური პარკი, რომლის მსგავსიც საქართველოში არაა,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...