მთავარისიახლეებიკულტურაზაალ სამადაშვილი ,,საბას" ლაურეატია

ზაალ სამადაშვილი ,,საბას” ლაურეატია

Published on

“საბა”-ს ნომინაციაში ,,წლის საუკეთესო პროზაული კრებული”გამარჯვებულად ზაალ სამადაშვილის “ოსტატთან შეხვედრა” დასახელდა. თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხელწერის ავტორი უკვე “საბას” ლაურეატია.

,,ზაალ სამადაშვილის ახალი მოთხრობები, ნოველები და მინიატურები დოკუმენტური სინამდვილეცაა და ჩვენი უახლესი წარსულის, რთული და ნაღვლიანი დროის უტყუარი ანაბეჭდიც. თუმცა, კარგი მწერლის ხელში სინამდვილეც სხვაგვარად იკითხება და მთავარი ამ წიგნში სწორედ ესაა – თხრობის თავისებურება. 

ზაალ სამადაშვილი თხრობის ოსტატია. მის მონაყოლ ისტორიას მეტატექსტის სიღრმე და სიმსუბუქე თანაბრად ახლავს. ესაა „ტყვიაგაუმტარივით საიმედო გარსი“ ყველა ბრძოლის გადასატანად – ამ ამბების მოყოლის სურვილი“. (ნინო სადღობელაშვილის წინასიტყვაობიდან)– ნათქვამია წიგნის წინასიტყვაობაში , რომელიხც გამომცემლობა ,,ინტელექტმა” დასტამბა

ზაალ სამადაშვილი არის ავტორი სხვადასხვა წლებში გამოცემული წიგნებისა გიტარაზე ამოთქმულ ხრინწიან სიმღერასავით (1994), როგორც ძველ იტალიურ ფილმებში (1999), ალი გამურულ შუშაში (2001), ბოშები (2003), პლეხანოვური ამბები (2004), Iროგორ უყვარდათ ერთმანეთი (2004), სანდრო კანდელაკის ჩექმა (2006), მოთხრობები ბიჭებისთვის (2010), 

მისი პირველი მოთხრობა ,,ბაბო” ცენზურამ დაჭრა და კუპიურების სახუთ გამოქვეყნდა 1983 წელს ჟურნალ „ცისკარში“.

არის ავტორი სცენარისა სრულმეტრაჟიანი ფილმისათვის “თემო”.

სიახლეები

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

3 წელი შოვის ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში ღვარცოფი მოვარდა. ტალახის უზარმაზარმა...

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...