მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ბერის გიგა ქავთარაძის პროცესი მიდინარეობს...

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ბერის გიგა ქავთარაძის პროცესი მიდინარეობს – ბერს თავდებში უდგებიან სასულიერო პირები სხვადასხვა ეპარქიიდან [

Published on

ამ წუთებში ზუგდიდის რაიონულ სასამართლო ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის გიგა ქავთარაძის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს.

დაკავებულის ადვოკატის თქმით, ბერი მომხდარს განიცდის როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სახარბიელო. თუმცა, მიუხედავად ამისა, თავად სასულიერო პირის სურვილია დღევანდელ პროცესზე დასწრება.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, ბერს თავდებში უდგებიან სასულიერო პირები სხვადასხვა ეპარქიიდან, რაც, მათი თქმით, თავდებში დადგომა ეპარქიის გადაწყვეტილებაა.

“სასულიერო პირები მზად არიან თავდებში დაუდგნენ. არ წყდებოდა ზარები. ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებიც ამბობენ, რომ ბერი მისაბაძია თავისი წარსულით და ისიც ადამიანია და ყველას დაუდგება ალბათ განსაცდელის ჟამი, და ამ ჟამს ჩვენ ვართო მის გვერდით”, – აღნიშნა ჯიტა გულუამ.

ადვოკატის თქმით, ის სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, სასულიერო პირის მიმართ არ გამოიყენოს აღმკვეთი ღონისძიების ფორმად პატიმრობა, თუკი ეს იქნება პროკურატურის მოთხოვნა, რადგან ამის საჭიროება არ არსებობს, რისი დასაბუთებული საფუძვლებიც აქვს.

ბერი გიგა ქავთარაძე და კიდევ ერთი მოქალაქე რომან მალანია ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მალანიას ზუგდიდის სასამართლომ საპატიმრო გირაო (10 ათასი ლარის ოდენობით) შეუფარდა.

სიახლეები

დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – მეუფე ნიკოლოზი

არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს -...

ზუგდიდის სასამართლომ შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის უწყვეტი აქციების მედროშეს, შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა....

ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, სტრაზბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის...

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დარეკონ

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები...