მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ჩვენ ანაკლიის პროექტს „ქართული ოცნების“ გარეშე განვახორციელებთ“ - მამუკა ხაზარაძე

„ჩვენ ანაკლიის პროექტს „ქართული ოცნების“ გარეშე განვახორციელებთ“ – მამუკა ხაზარაძე [Video]

Published on

მოძრაობა „ლელომ“ ზუგდიდში შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის დამფუძნებელმა მამაუკა ხაზარაძემ ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და ასევე ანაკლიის პორტზეც ისაუბრა, მისი თქმით, ეს არის არა ამრტო სამეგრელოსთვის, არამედ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომლის აშენება არ სურს „ქართულ ოცნებას“. მან პირობა მისცა შეკრებილებს, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლდ აშენდება, როცა ეს ხელისუფლება წავა.მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტების კითხვაზე, როდის გახდება ცნობილი რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების ვინაობა და დეტალური პროგრამა, განაცხადა, რომ 22 დეკემბერს ყრილობა ჩატარდება, ხოლო დეტალური პროგრამა გაზაფხულზე იქნება წარმოდგენილი. ლელოს დამფუძნებელმა პროპორციულ  არჩევნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქუჩის აქციებს არ ემხრობა, თუმცა ლელოს ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია აქვს.
შეხვედრაზე იმყოფებოდა ენმ-ს ერთ -ერთი ყოფილი ლიდერი ალექსანდრე ახვლედიანიც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ „ოდიშინიუსს“ დაუდასტურა, რომ ორგანიზაციასთან კოსულტაციებს მართავდა. „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელმა დავით უსუფაშვილმა ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტი შეაფასა და პროპორციულ არჩევნებზეც ისაუბრა.ხაზარაძის თქმით, ლელო არის მოძრაობა, რომელიც კარს უღებს ახალგაზრდებს, აფასებს მათ ნიჭს და შესაძლებლობებს.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...