ნინო ბურჯანაძემ ბოდიში მოიხადა ანტირუსული პროვოკაციის გამო, რომელიც ზაფხულში, საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის დროს მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
„მე არ მეშინია ბოდიში მოვიხადო ამ საშინელი ინციდენტის გამო. ბოდიში, რომ შეგაწვეტინეთ, მაგრამ ნებას არ მოგცემთ დაასრულოთ, სანამ ბოდიშს არ მოგიხდით, რადგან ვფიქრობ, რომ ეს პირველ რიგში ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა“,- მიმართა მან რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს კონსტანტინე კოსაჩოვს შეხვედრისას.