მთავარისიახლეებიმსოფლიოსენატი აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს, საჯაროდ მიმართოს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია

სენატი აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს, საჯაროდ მიმართოს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას განიხილავენ.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, კანონპროექტს, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს, მომდევნო კვირაში, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე უყრიან კენჭს.

კანონპროექტში სახელწოდებით, „რუსეთის აგრესიისგან ამერიკული უსაფრთხოების დაცვის აქტი“ საუბარია საქართველოს შესახებაც.

კერძოდ პროექტით მოუწოდებენ აშშ-ის ადმინისტრაციას, „რუსეთის გავლენის დასაძლევად სპეციალური ფონდი“ შექმნას. ფონდის მოცულობა 2020-2021 წლის ფისკალური წლისთვის 250 მილიონი დოლარია.

„ფონდის შექმნა აუცილებელია, რათა პასუხი გაეცეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს, მოლოდვასა და უკრაინაში შეჭრის, ოკუპაციის შედეგად შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს, დესტაბილიზაციას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამავე დროს, კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს, საჯაროდ მიმართოს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

„პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოუწოდოს რუსეთის მთავრობას, დაუბრუნოს კონტროლი ყირიმის ნახევარკუნძულზე უკრაინას, შეწყვიტოს რუსეთის მიერ მართული ძალების ძალადობის მხარდაჭერა უკრაინის აღმოსავლეთში, დაასრულოს საქართველოს ოკუპაცია და რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების მხარდაჭერა, როგორც საქართველოში, ისე მოლდოვაში“, – ნათქვამია კანონპროექტში.

დოკუმენტი, რომლის ინიციატორებიც არიან სენატორები ლინდსი გრემი და ბობ მენენდესი, ასევე ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსული ბანკებისთვის, რომლებიც აშშ-ის არჩევნებში ჩარევის პროცესში იყვნენ ჩართული. პროექტის მიხედვით, შეზღუდვები დაუწესდება ასევე კიბერსფეროში მომუშავე რუსულ კომპანიებს.

ასევე სანქციების დაწესება იგეგმება რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც „პუტინის პირდაპირი ან ირიბი დავალებით უკანონო საქმიანობას ეწევიან“.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი, შეიძლება გახდეს სანქციები, რომლებიც რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიების წინააღმდეგ დაწესდება.

კანონპროექტს აშშ-ის სენატში 11 დეკემბერს უყრიან კენჭს.

სიახლეები

ირანის ათპუნქტიანი გეგმა და ორკვირიანი ვადა აშშ-სგან – რას დათანხმდა დონალდ ტრამპი?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დათანხმდა ირანის მიერ წარმოდგენილი ათპუნქტიანი გეგმის შესრულებას...

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...