მთავარისიახლეებისაზოგადოებანაჭყებიებისა და ჭაავების უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები რუხში 4 წელია ერთი თბილ ოთახს...

ნაჭყებიებისა და ჭაავების უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები რუხში 4 წელია ერთი თბილ ოთახს უშედეგოდ ითხოვენ [Video]

Published on

მზია ნაჭყებია სოფელ რუხში უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს ოთხ არასრულწლოვან შვილიშვილთან, მძიმე ავადმყოფ მეუღლესთან და 84 წლის დედამთილთან ერთად.
ქალბატონი მზია დაავადებულია C ჰეპატიტით და ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებს მუშაობას. ავადმყოფობს ოჯახის პატრა წევრიც, 12 წლის ლიზის მარცხენა ბარძაყის ძვლის სიმსივნე აქვს. სახლს აწვიმს. წვიმისგან ჩამოწეულია ისედაც პრიმიტიულად გაკეთებული ჭერი. ოთახები საცხოვრებლად უვარგისია, ოჯახი 4 წელია უშედეგოდ ითხოვს გადახურვას და ერთი თბილი ოთახის დაფინანსებას.კიდევ უფრო მძიმეა ჭაავების მდგომარეობა რუხში. ავადმყოფი შვილი დედასთან ერთად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. დღემდე დახმარების ნოლოდინში არიან, თუმცა უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს სოციალური დახმარებაც მოუხსნეს, რომელიც მხოლოდ რამდენიმე თვის წინ აღუდგინეს.ნაჭყებიებისა და ჭაავების  ოჯახს  ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას  სამოქალაქო მოძრაობის სამეგრელოს წარმომადგენლობა უწევს. ლიკა ქობალია ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ასეთ ოჯახებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მეტი ყურადღება გამოიჩინოს.სოციალურად დაუცველი ეს ორი ოჯახი მუნიციპლიტეტისგან საახალწლო ნობათის გარეშეც დარჩა. უამრავ პრობლემასთან გამკლავებას ვერ ახერხებენ და ყველაზე მთავარი- მინიმალური საცხოვრისით უზრუნველყოფას წლებია უშედეგოდ ელიან.

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...