მთავარისიახლეებისაზოგადოებაენმ თავის კვოტას აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭოში უთმობს ადამიანს, ვინც ჟურნალისტების ინტერესებს...

ენმ თავის კვოტას აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭოში უთმობს ადამიანს, ვინც ჟურნალისტების ინტერესებს დაიცავს

Published on

დღეს, 5 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ – გია აბულაძემ, ელგუჯა ბაგრატიონმა, ასმათ დიასამიძემ და გია დიასამიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს.- ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ,,ბათუმელები” ავრცელებს.

ბრიფინგზე ითქვა, რომ შექმნილი კრიზისის გამომწვევი მთავარი მიზეზი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს არჩევის წესია.

„ბოლო დღეებია გვესმის, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზნით დირექტორი ზეწოლას ახდენს ტელევიზიის ჟურნალისტებზე. გამოსავალი არის კანონმდებლობის შეცვლა და მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევის გამჭვირვალე და ობიექტური სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც გამორიცხავს პარტიული ნიშნით დაკომპლექტებას. კანონპროექტის მოსამზადებლად ვიწვევთ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.

მანამდე, სანამ ახალი წესი შემუშავდება, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი კვოტით ასარჩევი კანდიდატი არ იყოს შერჩეული პოლიტიკური ნიშნით და ეს კვოტა დავუთმოთ ადამიანს, ვინც ბოლომდე დაიცავს იმ ჟურნალისტების ინტერესებს, რომლებიც მოითხოვენ სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას“, – განაცხადეს დეპუტატებმა ბრიფინგზე.

დეპუტატები მოუწოდებენ მათ, ვისაც სურვილი აქვთ იზრუნონ ტელევიზიის მომავალზე, დაიცვან  სარედაქციო დამოუკიდებლობა, ჟურნალისტებისა თუ სხვა დასაქმებული პირების თავისუფლება, მრჩეველთა საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეიტანონ განცხადება.

___

მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ერთი წევრის ასარჩევად კონკურსი უმაღლესმა საბჭომ 6 ნოემბერს გამოაცხადა. საბუთების მიღების ვადა ხვალ, 6 დეკემბრის იწურება.

სიახლეები

ეგზარქოსი შიო ცდილობს, საპატრიარქო ტახტი რუსების დახმარებით მიიტაცოს – გიგი უგულავა

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა წერს, რომ საპატრიარქოში შეთქმულებაა და კვირის წირვის ჩატარებაზე მსოფლიო...

აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ...

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან...

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...