მთავარისიახლეებისამართალიადვოკატი ფიქრობს, რომ ბერი დანაშაულს იბრალებს

ადვოკატი ფიქრობს, რომ ბერი დანაშაულს იბრალებს

Published on

ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული ბერი და მისი თანმხლები პირი დანაშაულს აღიარებენ, თუმცა,  ადვოკატის თქმით, ჯერ კიდევ ბევრი რამეა დასადგენი და გაურკვეველია რეალურად ვის ეკუთვნის ამოღებული ნარკოტიკები. ჯიტა გულუა ამბობს, რომ  სასულიერო პირი პოლიციაში აღიარებითი ჩვენებით თავად გამოცხადდა, თუმცა სამართალდამცველებმა ის მიმალვის საფრთხის გამო დააკავეს. გულუას განმარტებით, დაკავება ქუჩაში მოხდა, რომანოზ მალანია თბილისში აპირებდა გამგზავრებას, რა დროსაც ბერმა მას ჩანთა გადასცა და უთხრა, რომ თვითონაც ორ დღეში ჩავიდოდა თბილისში. ჯიტა გულუას განცხადებით, როგორც ბერი ამბობს, მალანიამ არ იცოდა რა იდო იმ ჩანთაში, რომელიც მას ბერმა გადასცა.  სასამართლომ, რომანოზ მალანიას 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა, ადვოკატის თქმით, ის პატიმრობაში მანამ დარჩება, სანამ თანხა არ იქნება გადახდილი და ეს ვადა არის 30 დღიანი პერიოდი. რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, უდგებან თუ არა სასულიერო პირები ბერს თავდებში, ჯიტა გულუა განმარტავს, რომ ეს მოულოდნელი და გსაკვირი არც უნდა იყოს, რადგან მისი თქმით, 32 წლის ბერს გიგა ქავთარაძეს აქვს სუფთა წარსული:


“ამ მამაოს აქვს საოცარი წარსული. ის 32 წლისაა და 14 წელია უკვე ბერია. ეს არის დადებითი წარსულის მქონე ბერი და ის, თითქოს, ამ ადამიანმა ჩაიდინა მსგავსი რამ, გაურკვევლობას იწვევს. ბევრი რამ არის დასადგენი. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი მოქალაქე. ის 2 ნოემბერს დააკავეს და ისიც ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება მისია. მეც მაინტერესებს გავერკვე. დაკავების მომენტში ერთად იმყოფებოდნენ. ამიტომ ვფიქრობ, იქნებ მამაოს ბუნებიდან გამომდინარე, რამე სიცოდვილის ფაქტორი ხომ არ იყო მამაოს აღიარება?!”, – აღნიშნა ჯიტა გულუამ.

რაც შეეხება დაკავებულ ბერს, ის ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

შსს-მ  გამოძიება 260-ე მუხლით დაიწყო,  რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...